EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:15
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3905/?page=18&year=2013
 
 უკან

ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პრაგმატულ მიდგომას მიესალმება

24.06.2013
ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საკითხები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის მიხედვით, მის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. რადგან ბევრი ადამიანისთვის სოფლის მეურნეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა, დვანის მახლობლად მდებარე ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი სარწყავი არხის ბლოკირებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

16 ივნისს ყველა მხარის ინფორმირების მიზნით და არხის წყალმომარაგების აღდგენის  მოთხოვნით სატელეფონო ცხელი ხაზი ამოქმედდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში 21 ივნისს დაგეგმილი შეხვედრის გამართვამდე, პრობლემა კონსტრუქციულად მოგვარდა და წყალი ისევ თავისუფლად მოედინება. 

მისია ასევე მიესალმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული შეხვედის შემდეგ რამდენიმე საათში ცხინვალის იზოლატორიდან დაკავებულის განთავისუფლებას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მადლობას უხდის ყველა მხარეს გამოჩენილი მიდგომისათვის და საყოფაცხოვრებო და გადაადგილების თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად მეტ მსგავს პრაგმატულ გადაწყვეტილებას ელოდება.