EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:29
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3912/?page=12&year=2013
 
 უკან

ცხელი ხაზის ამოქმედება ხელს უწყობს შიდა ქართლში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების უსაფრთხოებას

03.07.2013
1 ივლისს შიდა ქართლში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესახებ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოქმედი უსაფრთხოების სტრუქტურების ინფორმირების მიზნით სატელეფონო ცხელი ხაზი ამოქმედდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ორგანიზება გაუწია დიალოგს, რათა ფერმერებს მიწები დაკავების შიშის ქვეშ არ დაემუშავებინათ. მისიის დაკვირვების შედეგად მიღებული ბოლო ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ მიწების დამუშავება დაიწყო.

ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების პრობლემებზე რეაგირება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს.

2012 წლის აპრილში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქვეშში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ეკონომიკური საქმიანობის განგრძობადობის უზრუნველსაყოფად, რეგიონში მოქმედი უსაფრთხოების სტრუქტურები ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმირებულები უნდა იყვნენ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესახებ. ამ რეგიონის ფერმერთა  უმრავლესობისთვის ძირითად შემოსავლის წყაროს მათ მცირე ნაკვეთებზე მოყვანილი მოსავალი წარმოადგენს. თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ფერმერი მოსავალს ვერ აიღებს, მისი შემოსავალი შემცირდება და საარსებო წყაროს საფრთხე დაემუქრება.

2013 წლის აპრილში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 33-ე შეხვედრაზე მონაწილეებმა აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი მთავარი  საზრუნავი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირებაა მისია მიესალმება მოცემული საკითხისადმი მხარეთა კონსტრუქციულ მიდგომას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციულ საზღვარს აკვირდება