EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 07:11:20
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/3930/?page=16&year=2013
 
 უკან

ევროპარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის წევრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

17.07.2013

16 ივლისს ევროპარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ფრანგი, პოლონელი, პორტუგალიელი და ესპანელი წევრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ.

სტუმრებს მისიის დროებითი ხელმძღვანელი ჟერარ ფიშერი, საქართველოში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ფილიპ ლეფორი შეხვდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს.

ევროპარლამენტარებმა განსაკუთრებული ინტერესი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის პროცესის ინტენსიფიაციის მიმართ გამოიჩინეს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

მისიის სათავო ოფისის დატოვების შემდეგ, არნო დანჟინი, ანა გომესი, კრისტოფ ლიზეკი და ტერეზა რიერა მადურელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად სოფელ გუგუთიანთკარში, ზემო ნიქოზსა და ქვემო ნიქოზში გაემგზავრნენ. ეს სოფლები განსაკუთრებით დაზარალდნენ ბოლო დროს აღმართული ღობეების გამო.

ამასთან, მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლებმა სტუმრებთან ერთად წეროვანში დევნილთა დასახლება მოინახულეს და იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოველდღიური პრობლემებს გაეცნენ.