EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:00
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/4095/?page=2&year=2013
 
 უკან

ზუგდიდის რეგიონალური ოფისი 34-ე საინფორმაციო შეხვედრას მასპინძლობს

21.11.2013
21 ნოემბერს ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან 34-ე საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.

თვრამეტი არასამთავრობო ორგანიზაციის 29 წარმომადგენელმა ერთმანეთს გაუზიარა ინფორმაცია თავიანთი საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედები 2002 წელს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ იყო ინიცირებული და ყოველ ექვს-რვა კვირაში ერთხელ იმართებოდა. 2009 წლის ზაფხულში, გაეროს მისიის დახურვის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისი მოცემულ შეხვედრებს თავმჯდომარეობს. ეს მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შეხვედრისა და ინფორმაციის გაცვლის ერთადერთ პლატფორმას წარმოადგენს.

ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ანგარიშგების ოფიცერმა მიმოიხილა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, ხოლო ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფმა მოსწავლეების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის  გადაკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგინა.

შეხვედრის მონაწილეებმა ინტერესით განიხილეს იმ დევნილების ხელახალი რეგისტრაციის საკითხი, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს ვერ კვეთენ. გარდა ამისა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის - ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM)  II პროგრამისა და გაეროს დემოკრატიის ფონდის მიერ პროექტების დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ.

შემდეგი საინფორმაციო შეხვედრა 2014 წლის 16 დეკემბერს არის დაგეგმილი.