EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 22:11:31
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/4120/?page=1&year=2013
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს

03.12.2013

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად რიგ ღონისძიებებს დაესწრება. საქართველოში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის მობილურ საინფორმაციო ცენტრთან, მუნიციპალიტეტებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასოციაციებთან ერთად ჩვენი დამკვირვებლები მისიის მანდატის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას უწყობენ ხელს და განმარტავენ თუ რა კავშირშია ადამიანის უფლებები მისიის მანდატთან ევროკავშირის საქმიანობის ფარგლებში.

მიმდინარე კვირაში მისიის გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვევლები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე რამდენიმე სკოლას ეწვევიან, სადაც მოსწავლეებს გააცნობენ ინფორმაციას მისიის მანდატისა და დამკვირვებლების ყოველდღიური საქმიანობის შესახებ და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ადამიანის ძირითად უფლებებს, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება და საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობა.

იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ საშუალება უკეთესად ასახონ ადამიანის უფლებები და აღიქვან თუ რა კავშირშია ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიია და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებენ ფოტო კონკურსს სახელწოდებით "შეხედეთ ჩემს უფლებებს". მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი ხედვიდან გამომდინარე, გადაიღონ ადამიანის უფლებების ამსახველი ფოტოები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გამოაგზავნონ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, მისია თითოეულ სკოლაში სამ საუკეთესო ფოტოს ავტორს შეარჩევს და დეკემბერში დაჯილდოების ცერემონიებს უმასპინძლებს.

პარალელურად, ზუგდიდის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები პატრულირების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას ქალთა უფლებებს აქცევენ. ჩვენი დამკვირვებლები დაესწრებიან სხვადასხვა ღონისძიებებსა და გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილ ტრენინგებს, რომლებიც ადგილობრივი სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობით ჩატარდება.

დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხა:

გორის რეგიონალური ოფისი:

- სასკოლო პრეზენტაციები: 2 დეკემბერი - ხურვალეთი, 3 დეკემბერი - დიცი, 4 დეკემბერი - ახალუბანი, 6 დეკემბერი - ლამისყანა

- მესამე ყოველწლიური საფეხბურთო მატჩი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდი საჩხერის გამგეობის გუნდის წინააღმდეგ) საჩხერე, 7 დეკემბერი, 12:00 საათი

- ფოტო კონკურსის დაჯილდოების ცერემონიები : 18 დეკემბერი - დიცი და ლამისყანა, 19 დეკემბერი - ხურვალეთი და ახალუბანი