EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 06:11:56
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/4178/?page=17&year=2013
 
 უკან

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეთა პრეს-კომუნიკე

18.12.2013
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებმა ახლახანს შეხვედრების ოცდამეექვსე რაუნდი დაასრულეს.

პირველი სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. ამ მხრივ, თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს არსებული შედარებით მშვიდი და სტაბილური ვითარება ადმინისტრაციულ საზღვრებთან სხვადასხვა ადგილებში ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის პროცესის მიუხედავად. ამასთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა სინანულით აღნიშნეს ამ მოვლენების ნეგატიური ზეგავლენა და ყველა მონაწილეს მოუწოდეს სათანადო ყურადღება დაეთმოს ამ საკითხებს, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.

მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შესრულებული სამუშაო. მათ კვლავ აღნიშნეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების განახლების საჭიროება და მიესალმნენ მოცემული შეხვედრების ნაყოფიერ გაგრძელებას ერგნეთში. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ექსპერტების კონსტრუქციული და საქმიანი ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა ძალის გამოუყენლობის შესახებ განცხადების პროექტზე მიმდინარე საქმიანობის პროცესში. ისინი შეთანხმდნენ, რომ მუშაობა ამ საკითხზე მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა. მათ ასევე გამოთქვეს შეშფოთება იმ მოვლენების ჰუმანიტარულ შედეგებზე, რომლებმაც ადმინისტრაციულ საზღვრებთან ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე იქონიეს გავლენა. მონაწილეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები გადაადგილების თავისუფლების, ჯანდაცვის, განათლების და დაკარგულ პირებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზების პოვნის თაობაზე.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ  მომდევნო შეხვედრა 2014 წლის 25-26 მარტს  გაიმართება.