EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 07:11:43
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/4333/?page=8&year=2014
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საქართველოს რაგბის კავშირი აერთიანებენ ძალებს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად

24.03.2014
კვირას, 23 მარტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში სპეციალური პატრულირება მოაწყო. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში, ევროკავშირის დამკვირვებლებმა საქართველოს რაგბის კავშირის წევრებთან ერთობლივი ძალისხმევით გენდერული თანასწორობის და ოჯახური ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ადგილობრივ სკოლაში ღონისძიება ჩაატარეს. მათთან ერთად  ღონისძიებას დაესწრნენ გაეროსა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები მობილური  საინფორმაციო ცენტრის  თანხლებით.

"კვირა დღის მიუხედავად ასზე მეტი ბავშვი მოვიდა", - განაცხადა ევროკავშირის მისიის დამკვირვებელმა და ღონისძიების კოორდინატორმა ლუჩიანო სამბიატო ლიკარდიმ. "ჩვენ მიზნად ვისახავთ შევცვალოთ გენდერული სტერეოტიპები და ამ საქმიანობის საშუალებით გენდერულ თანასწორობას შევუწყოთ ხელი. ამასთანავე, ავამაღლოთ ცნობიერება ქალთა მნიშვნელოვანი როლის შესახებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ საზოგადოებასა და მათ აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში".

"ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელს უწყობს ჩვენი მისიის მანდატის ორი ძირითადი კომპონენტის განხორციელებას - ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების "ნორმალიზაციას"  და რეგიონში ნდობის აღდგენას", - დასძინა სამბიატო ლიკარდიმ.

სანამ საქართველოს რაგბის კავშირმა დღის ღონისძიებები როგორც ამბობენ ხოლმე "მამაკაცებს შორის" განხილვით დაიწყო ბიჭებთან, გოგონებს აჩვენეს ფილმი ევროკავშირის შესახებ, რასაც დისკუსია და დებატები მოჰყვა.

"ამგვარი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა  მოსწავლეებმა დაინახონ სხვა პერსპექტივა და გაეცნონ რაღაც განსხვავებულს, რაც მათ განათლებაში ნამდვილად დადებით წვლილს შეიტანს", - განაცხადა ზემო ნიქოზის სკოლის დირექტორმა თამაზ მელანიშვილმა.

ბოლოს, ეს იყო ალბათ ის მომენტი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა - ბიჭებმა და გოგონებმა ერთად ითამაშეს რაგბი.

"ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ პროექტში მონაწილეობის მიღება", - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის წევრმა ნოდარ ანდღულაძემ.  "შესანიშნავია, როდესაც ხედავ როგორ ერთობიან და ვარჯიშობენ ბავშვები და ამავე დროს  სწავლობენ ცხოვრების შესახებ. ასევე შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც რაღაცას აკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველ დღე ამდენ გამოწვევას უნდა გაუმკლავდეს."

კვირას, 30 მარტს, მსგავსი ღონისძიება ბერშუეთის სკოლაში გაიმართება.