EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:42
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/4337/?page=6&year=2014
 
 უკან

ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

27.03.2014

26 მარტს ევროპარლამენტის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონ მა რაიან გრისტ მა უმასპინძლა. რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ბატონმა ჰანს შნაიდერმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული მდგომარეობის შესახებ.

ევროპარლამენტის დელეგაციას ბატონ მილან ცაბრონოხის ( ჩეხეთი),   ბატონ იან ბრჟეზინას ( ჩეხეთი) და ქალბატონ გაბრიელე შტაუნერის ( გერმანია) შემადგენლობით თან ახლდნენ ბატონი ფილიპ კამარისი, ქალბატონი ფრანსუაზ კლასი და ბატონი იაკუბ გეიერი. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ხალხის საყოფაცხოვრებო პირობებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმდინარე ძალისხმევით ნდობის აღდგენის კუთხით, როგორიცაა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები და სატელეფონო ცხელი ხაზი.

მოგვიანებით, დელეგაცია დამკვირვებლებთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრა, რათა პირველწყაროდან მიეღო ინფორმაცია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობაზე ღობეების აღმართვით გამოწვეული ზეგავლენის შესახებ.

ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-16 შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.