EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 05:11:37
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/4369/?page=4&year=2014
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მეორედ აწესებს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში

07.05.2014
2014 წლის 6 მაისს „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ კონკურსის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მეორედ დააწესა სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში. კონკურსის გახსნის ღონისძიებას საზოგადოების ფართო სპექტრი, მათ შორის ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

პრიზის მიზანია აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევრები და სტიმული მისცეს ჟურნალისტებს, კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ. გამარჯვებული მიიღებს 5.000 ევროს ვაუჩერს, რაც საშუალებას მისცემს სტაჟირებაზე გაემგზავროს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ლონდონში.

"მშვიდობის დამკვიდრებისკენ მიმართული ჟურნალისტიკა ფოკუსირებას ახდენს იმაზე, თუ რა აერთიანებს ადამიანებს და არა იმაზე თუ რა აცალკევებს მათ", განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა. "იგი მოვლენებს ფართო კონტექსტში და არა იზოლირებულად განიხილავს. ეს ძალიან ჰგავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. ჩვენი მანდატის ერთ-ერთ კომპონენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოებების შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა წარმოადგენს".

კონკურსი დაბეჭდილი, გამოქვეყნებული ან ეთერში გასული ნამუშევრების წარსადგენად ღიაა ჟურნალისტებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან 2014 წლის 3 ნოემბრამდე. ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ, რუსულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე და ისინი თავდაპირველად გამოქვეყნებული ან ეთერში გასული უნდა იყოს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 ოქტომბრამდე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გასული წლის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გადაეცა „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტს ოლესია ვართანიანს, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება. ვიდეო გზვნილში, იგი მოუწოდებს კოლეგა ჟურნალისტებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რადგანაც ამ კონკურსში მონაწილეობა საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და მასალების გამოქვეყნების საშუალების გაფართოების პერსპექტივას წარმოადგენს.