EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 22:11:26
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/4579/?page=3&year=2014
 
 უკან

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია

16.06.2014

პარასკევს, 13 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო  საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მოკლევადიანად ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს. მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მედლები და სიგელები გადასცა.

პრეზიდენტი ბაროზო თბილად მიიღეს მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა და რეგიონალური ოფისის უფროსმა მეტ უოტლიმ. მისთვის ჩატარდა მოცულობითი ბრიფინგი მანდატის, მისიის მიმდინარე საქმიანობის, პროგრესისა და გამოწვევების შესახებ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ ბაროზოს მადლობა გადაუხადა მისი ვიზიტისთვის და აჩუქა ევროკავშირის დამკვირვებლის რეი კუპერის   ფოტოსურათების წიგნი "სიცოცხლე ხაზის გასწვრივ".

პრეზიდენტმა 12 საერთაშორისო თანამშრომელი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მედლებით დააჯილდოვა და ოთხ ადგილობრივ თანამშრომელს  სიგელები გადასცა.

"მე ჩამოვედი, რადგან ჩვენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის ვემზადებით,"
თქვა პრეზიდენტმა ბაროზომ. "27 ივნისს ევროკავშირის მომდევნო სამიტზე ბრიუსელში ჩვენ ხელს მოვაწერთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას. ყოველდღიურად თქვენ ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოში სტაბილურობისთვის მუშაობით. თქვენი როლი არის საკვანძო ნდობის აღდგენისა და ჩართულობის მიმდინარე კონტექსტში".

"მე ვფიქრობ, რომ თქვენი მუშაობით, ყოველდღიური დაკვირვებით და ანგარიშების წარდგენით, ისევე როგორც მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფით, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ" - განაგრძო პრეზიდენტმა . "ევროკავშირი და, რა თქმა უნდა, ეს მისია დამოკიდებულია თქვენს ყოველდღიურ პასუხისმგებლობასა და მტკიცე პროფესიონალიზმზე. ამიტომ ჩემთვის დიდად სასიამოვნოა გადმოგცეთ თქვენ ეს მედლები და სიგელები. კარგია! დიდი მადლობა! გააგრძელეთ კარგი საქმე!"

ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ბაროზომ ხელი ჩამოართვა მისიის წევრებს და მოკლედ ესაუბრა მათი ყოველდღიური სამუშაოს შესახებ.