EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 22:11:26
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/4687/?month=12&year=2014
 
 უკან

ევროპის პარლამენტის წევრმა და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებაში მიიღო მონაწილეობა

09.09.2014
9 სექტემბერს ევროპის პარლამენტის წევრმა და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა ანდრეის მამიკინსმა, რომელიც ორდღიანი ოფიციალური  ვიზიტით ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, გორის რეგიონალური ოფისის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განხორციელებულ პატრულირებაში მიიღო მონაწილეობა.

"საქართველოში ჩემი ვიზიტის  მთავარი მიზანია ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის ადგილზე შესწავლა. ამჟამად ვამზადებ მოხსენებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების  შეთანხმების შესახებ, რომელიც ევროპარლამენტში უნდა წარვადგინო", განაცხადა ევროპალამენის დეპუტატმა ვიზიტისას.

ანდრეის მამიკინსმა, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველი ელდარ მამედოვი ახლდა თან, მონაწილეობა მიიღო პატრულერებაში, რომელიც სოფელ ნიქოზსა და ერგნეთში გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თავად გაცნობოდნენ არსებულ ვითარებას ადგილზე. პატრულირებისას მათ დიდი ინტერესი გამოხატეს მისიის საქმიანობის მიმართ.

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. მე არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შევხვდი, არამედ დავინახე ადგილზე როგორ მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლის ომის შემდეგ. ჩემთვის მეტად საინტერესო იყო დმინისტრაციულ საზღვართან პატრულირება", განაცხადა მამიკინსმა.



იმისათვის, რომ შეიტყოთ უფრო მეტი ევროპარლამენტის დეპუტატის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვიზიტის შესახაბ შეგიძლიათ მოუსმინოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რადიო გადაცემას შემდეგ ოთხშაბათს ან მოცემულ ბმულზე ეწვიოთ მისიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდს.