EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 09:11:30
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/4993/?page=7&year=2014
 
 უკან

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სკოლებში პრეზენტაციებს მართავს

05.12.2014
28 ნოემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიისა  და "თეთრი ლენტის" კამპანიის  შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ქსნის სკოლას ეწვივნენ. ღონისძიებას სამი სხვადასხვა სკოლის - ქსნის, ციხისძირის (აზერბაიჯანული უმცირესობით) და ძველი ქანდას (ასურელი უმცირესობით) ორმოცდაათი მოსწავლე დაესწრო. ღონისძიების თანაორგანიზატორები გენდერული თანასწორობის ქსელი და მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ძალადობისგან დაცვის ქსელის კომიტეტი იყო.

მცხეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა ორი პრეზენტაცია წარადგინეს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ კამპანიებს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატს და მოცემულ კამპანიებთან მისიის კავშირს ასახავდა. პრეზენტაციები ასევე შეიცავდა ინფორმაციას გენდერული თანასწორობის მიმართ ევროკავშირის ყოვლისმომცველ მიდგომასა და მზადყოფნაზე განხორციელდეს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და 1820 რეზოლუციები ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ყველა ოპერაციაში. აღინიშნა გენდერულ ძალადობასა და ადამიანის უფლებებს შორის არსებული კავშირიც.  

03 დეკემბერს მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები ჩილურთის სკოლას ეწვივნენ. ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე ჩილურთისა და ებნისის სოფლებიდან თორმეტი მოსწავლე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციის შემდეგ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიისა  და "თეთრი ლენტის" კამპანიის  შესახებ დისკუსია გაიმართა.

რეგიონალური ოფისი მსგავსი ღონისძიებების გამართვას გრემისხევის, მუხრანის და წეროვანის დევნილთა დასახლებებშიც გეგმავს.