EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
10/11/2024 12:11:08
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5004/?page=7&year=2014
 
 უკან

უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადება ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით

10.12.2014
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ადამიანის უფლებების დღეს, რომელიც 66 წლის წინ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ  საყოველთაო ადამიანის უფლებათა დეკლარაციას ეხმაურება.

ამ წლის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის თემა, რომლის სახელწოდებაა ადამიანის უფლებები 365 - ასახავს მისწრაფებას, რომ თითოეულ ჩვენთაგანს, ყველგან, ნებისმიერ დროს, ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებების სრულ სპექტრზე.

ევროკავშირი მიისწრაფვის ამ უფლებების დასაცავად. ორი წლის წინ ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის სტრატეგიული კონცეფცია, თავისი სამოქმედო გეგმით და ჩვენს მიერ დაინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. მას შემდეგ,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვვის თაობაზე მესამე ქვეყნებთან 40-ზე მეტი დიალოგი გავმართეთ  ადამიანის უფლებების თემაზე,  რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაეროს მონაწილეობით.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სტავროს ლამბრინიდისი მჭიდროდ და აქტიურად თანმშრომლობდა ძირითად პარტნიორებთან და მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ევროკავშირის დელეგაციები ახორციელებენ დაკვირვებას, წარადგენენ ანგარიშებს და მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ზოგჯერ ძალიან რთულ ვითარებაშიც.

ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრი რჩება გასაკეთებელი. ერთ-ერთი ასეთი საკითხი წამების თემაა. წამების საწინააღმდეგო კონვენცია 30 წლის წინ იქნა მიღებული გაეროს მიერ და წამება ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ეს მოითხოვს ჩვენს გადაუდებელ ყურადღებას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის შესახებ ჩვენი 2015 წლის სამოქმედო გეგმის განახლება შესაძლებლობას მოგვცემს გავაგრძელოთ საქმიანობა და დავძლიოთ ახალი გამოწვევები ადამიანის უფლებების უნივერსალურობის და განუყოფლობის დასაცავად.

იხილეთ ბმული