EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 23:11:46
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5005/?page=4&year=2014
 
 უკან

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს აგრძელებს

08.12.2014
25 ნოემბერს, ზუგდიდის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის სამხარეო პოლიციისა და ზუგდიდის საპატრულო პოლიციის ოფისებში საპოლიციო საქმიანობასა და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული ორი პრეზენტაცია გამართეს. იმავე საღამოს, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის კინოთეატრში კინოფესტივალი დაიწყო, რომელსაც ბევრი მაყურებელი დაესწრო.

მომდევნო დღეს, ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა გენდერული საკითხების განხილვისადმი  მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

გარდა ამისა, ზუგდიდის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები ორ სკოლას ეწვივნენ, სადაც ინტერაქტიული პრეზენტაციები გამართეს ჯამში სამასამდე მოსწავლის, პედაგოგის, მშობლისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლისათვის. პრეზენტაციები, რომლებიც ასევე ქუთაისის უნივერსიტეტშიც გაიმართა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას, მანდატს და „თეთრი ლენტის“ კამპანიის მნიშვნელობას ეხებოდა.

3 დეკემბერს, ზუგდიდის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები არასამთავრობო ორგანიზაცია „დეას“ მიერ მოწყობილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ  ღონისძიებას დაესწრნენ, სადაც გადაადგილებისთვის ეტლის საჭიროების მქონე მოსწავლეების თანამედროვე ცეკვის სანახავად ბევრი მაყურებელი მოვიდა.

კამპანია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება და ამ თარიღამდე დარჩენილ დროში ზუგდიდის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები 10 დეკემბერს კიდევ ერთი სასკოლო პრეზენტაციის გამართვას გეგმავენ, სადაც ნაჩვენები იქნება ფილმი  "დაინახე ჩემი თვალით“ (Take My Eyes). ისინი ასევე დაესწრებიან გენდერისა და ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ რამდენიმე ადგილობრივ ღონისძიებას. ღონისძიებებმა, რომლებშიც მონაწილეობა სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს, დიდად შეუწყო ხელი ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის სხვადასხვა ფორმების (მათ შორის გენდერული ძალადობის) შესახებ დისკუსიას. მოცემული თემების განხილვისას ნახსენები იყო სფეროები, სადაც ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხებისადმი ცნობიერება შეიძლება კიდევ უფრო ამაღლდეს.  

ამასთან, 5 დეკემბერს, კამპანიის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლებმაც გამართეს სასკოლო პრეზენტაციები. ღონისძიება მუხრანის სკოლაში ჩატარდა, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ღონისძიებაში ხუთი სხვადასხვა სკოლის (მუხრანის, ოძისის, ციხისძირის, ძველი ქანდას და ქსოვრისის) დაახლოებით ასმა მოსწავლემ და ათმა პედაგოგმა აქტიური მონაწილეობა მიიღო. გამართულ პრეზენტაციაში დამკვირვებლებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის მიმართ ევროკავშირის ყოვლისმომცველ მიდგომასა და მზადყოფნაზე განხორციელდეს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და 1820 რეზოლუციები ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ყველა ოპერაციაში.  

თავის მხრივ, სკოლის მოსწავლეებმა ისაუბრეს აღნიშნული თემის გარშემო თავიანთ ხედვაზე და ზოგადად ევროკავშირისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.