EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 22:11:08
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5059/?month=12&year=2015
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რადიო შოუს პროექტი დასრულდა

30.01.2015
2010 წლის აგვისტოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ადგილობრივი აუდიტორიისათვის, ყოველკვირეული რადიო შოუს ტრანსლირება დაიწყო. მისიის რადიო შოუ ეთერში, გორის რადიო თრიალეთის ტალღაზე ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდა. პროგრამებს, ტექსტის შედგენის, მუსიკის შერჩევის, ჩაწერისა და მასალის რედაქტირების ჩათვლით, გორის რეგიონალური ოფისის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ადგილობრივი წარმომადგენლები ამზადებდნენ.

მისიის მე-6 მანდატის ბოლოს (გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში) ეს წარმატებული პროექტი დასასრულს მიუახლოვდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს  მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობას ონლაინ რეჟიმში სოციალური მედიის გაძლიერების საშუალებით გააგრძელებს. გორის რეგიონალური ოფისის ადმინისტრაციული ასისტენტი მედეა ჯაფარიძე რადიო შოუს შექმნის პროცესს დაარსების დღიდანვე, წლების განმავლობაში, უძღვებოდა.

"გერმანელი დამკვირვებელი რენე შულტჰოფი გორის რეგიონალური ოფისის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ადგილობრივ წარმომადგენლად მაშინ დაინიშნა, როდესაც მე თარჯიმნად დავიწყე მუშაობა. სამშობლოში რენე რადიო ჟურნალისტად მუშაობდა და მან  ამ შოუს დაწყების მშვენიერი იდეა წამოაყენა. როდესაც ჩვენი პირველი ინტერვიუ ჩავწერეთ მას ჩემი ხმა მოეწონა და ასე გავხდი შოუს წამყვანი," - იხსენებს მედეა მის პირველ ნაბიჯებს პროექტში.

"თავდაპირველად არც ისე მომეწონა რადიო შოუს წაყვანის იდეა, მაგრამ მალე შევიყვარე ეს საქმე. მას შემდეგ ოთხ წელიწადზე მეტი გავიდა, პროექტი დასრულდა და ახლა მენატრება ამ კუთხით მუშაობა" - ამბობს მედეა.

შოუს მიზანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, მისი მანდატის და დამკვირვებლების ადგილობრივი აუდიტორიისთვის გაცნობა იყო. შოუს მნიშვნელოვანი ნაწილი მალე მოთხრობების კითხვა გახდა წიგნიდან "ომის მეორე მხარე", რომელიც აღწერს მშვიდობიანი მოსახლეობის გამოცდილებას და თანამშრომლობას ომის დროს ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. მოგვიანებით შოუ უფრო ფოკუსირებული გახდა ევროკავშირის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ადგილობრივი მოვლენების შესახებ მომზადებულ ახალ ამბებზე.

მედეამ მისიაში მუშაობის მანძილზე პოზიციაც შეიცვალა და ადმინისტრაციული ასისტენტი გახდა, მაგრამ მაინც რეგულარულად თარგმნის საჯარო გამოსვლებს და ასრულებს სხვა საპასუხისმგებლო ამოცანებს. იგი ასევე ორი მშვენიერი შვილის ამაყი დედაა თბილისიდან.

"მე მიყვარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიში მუშაობა. მიყვარს ჩემი კოლეგები. ასევე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობით გარკვეულწილად ჩემს ქვეყანასაც ვემსახურები და მცირედი წვლილი შემაქვს მომავალი თაობებისა და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ", - ამბობს მედეა.