EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:22
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5064/?page=1&year=2015
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

05.02.2015
5 თებერვალს ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. პრეზიდენტი ელჩ იანკაუსკასს მიესალმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი სრული მხარდაჭერა გამოთქვა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.

მხარეებმა შეხვედრაზე რიგი საკითხები განიხილეს. მათ შორის პოლიტიკური გარემო რეგიონში და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების აღდგენის შესაძლებლობა და მნიშვნელობა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ზოგადად აღწერა დეკემბერში დაწყებული მისი ინიციატივის მთავარი ასპექტები, რომელიც კონფლიქტის მოგვარების ძირითად პრინციპებთან დაკავშირებულ შიდა კონსენსუსის შექმნას ეხებოდა.


მარცხნიდან მარჯვნივ: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ალინა ბელსკაია, ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი


შეხვედრა მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა