EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 23:11:39
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5108/?page=3&year=2015
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კოსოვოში ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის „ტრენერების მომზადების“ სესიას უხელმძღვანელა

26.03.2015
მარტში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კოსოვოში ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიას „ტრენერების მომზადების“ ტრენინგის ჩატარებაში დაეხმარა. სწავლებაში კოსოვოს მისიის 11 თანამშრომლის გარდა მონაწილეობდა ორი კოლეგა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიიდან, ერთი კოლეგა გაეროს დროებითი ადმინისტრაციის მისიიდან კოსოვოში და ასევე კოსოვოს ხელისუფლების ორი წარმომადგენელი.

ტრენინგზე განხილულ იქნა სასწავლო უნარებისა და ტექნიკის ინსტრუმენტები, მათ შორის კონკრეტული სასწავლო მიზნების განსაზღვრა, შეფასების კრიტერიუმები, პრეზენტაციის მეთოდები, წინააღმდეგობის დაძლევა და პრობლემების მოგვარება.

"ეს იყო ძალიან ინტერაქტიული და მაღალი დონის ტრენინგი, რადგან ყველა მონაწილე სასწავლო ამოცანებს რეგულარულად ასრულებს საერთაშორისო მისიის ფარგლებში“ - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ტრენინგ ოფიცერმა გორდონ კლუსმანმა, რომელიც ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა.

ტრენინგი საპილოტო პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის სახელია ახალი ევროპული ინიციატივა სამოქალაქო კრიზისების სამართავად (ENTRi). პროექტის მიზანია ორგანიზება გაუწიოს ტრენინგებს საერთაშორისო მისიის "რეალურ" გარემოში.

საერთაშორისო მისიები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ტრენინგის ჩატარების ფასილიტაციის თხოვნით რეგულარულად მიმართავენ. მაგალითად, ამ კვირაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მასპინძლობს კოლეგებს მთელი მსოფლიოდან კრიტიკული ინციდენტების დროს სტრესის მართვის ტრენინგის ფარგლებში. ასევე, 2014 წელს, მისიამ უკრაინაში სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ევროკავშირის საკონსულტაციო მისიისთვის უსაფრთხოების ტრენინგს უმასპინძლა.


კოსოვოში გადაღებული ჯგუფური ფოტო

ENTRi კომპეტენციის გაძლიერების უნიკალურ პროგრამას წარმოადგენს.  მისი მთავარი მიმართულებაა მსოფლიოში კრიზისების მართვის მისიებში მომუშავე ან მუშაობის დამწყებ სამოქალაქო პირთა მომზადება და ტრენინგი.

ENTRi არის ინიციატივა, რომელიც მოქმედებს ევროკომისიის (90%) დაფინანსებით და მისი 13 აღმასრულებელი პარტნიორის თანადაფინანსებით ბერლინში მდებარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრის (ZIF) ხელმძღვანელობით. ENTRi შეიქმნა როგორც სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშემწყობი ევროპული ინსტრუმენტი და იმართება საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტების (FPI) ევროპის კომისიის სამსახურის მიერ, რომელიც შეთავსებულია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურთან. შეიტყვეთ მეტი ENTRi-სა და ტრენინგების შესახებ მოცემულ ბმულზე: http://www.entriforccm.eu