EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:57
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5199/?page=6&year=2015
 
 უკან

ევროკავშირის განცხადება საქართველოში მომხდარი წყალდიდობის შესახებ

15.06.2015
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისის მართვის კომისარის ქრისტოს სტილიანიდისის და ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების კომისრის იოჰანეს ჰანის პრესსპიკერებმა შემდეგი განცხადება გაავრცელეს:

„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ამ რთულ მომენტში. თანაგრძნობას ვუცხადებთ თბილისში ორდღიანი ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის მსხვერპლთ და დაზარალებულებს. საგანგებო რეაგირების საკოორდინაციო ცენტრი ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. კონტაქტი გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად ვართ ქვეყანას დახმარება აღმოვუჩინოთ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაში, რასაც მოყვა მსხვერპლი და რამაც სერიოზულად დაზიანდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა“.

http://www.eeas.europa.eu/statements-eeas/2015/150614_01_en.htm