EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 22:11:07
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5227/?page=2&year=2015
 
 უკან

ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ერთობლივი კომიტეტის წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

03.07.2015
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სასთავო ოფისს ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ერთობლივი კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტისას ესტუმრნენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი პატ ბრინი, პარლამენტის და კომიტეტის წევრი ბ-ნი ერიკ ბერნი და კომიტეტის მდივანი ბ-ნი ნოელ მერფი.

კომიტეტის წევრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ჰოგმა და მისიის სათავო ოფისის თანამშრომლებმა უმასპინძლეს და სტუმრებს მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ბ-ნ ბრინმა, დადებითად შეაფასა მისიის შესახებ საინტერესო და მაღალ დონეზე შესრულებული ბრიფინგი და მისიას მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც იგი ევროკავშირის სახელით ახორციელებს.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ჯონ დურნინი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერი, მარტინ კულიშეკი, ოპერაციების განყოფილების უფროსის მოადგილე, ჰელენ კრიგერი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშგების ოფიცერი, (მომხსენებელი ბრიფინგიზე), პატ ბრინი, პარლამენტის წევრი,  ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ერთობლივი კომიტეტის წევრი; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ჰოგი; პარლამენტის და კომიტეტის წევრი ერიკ ბერნი