EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
15/11/2024 02:11:45
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5262/?page=5&year=2015
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მოსკოვს ეწვია

16.09.2015
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი 15-16 სექტემბერს მოსკოვს ეწვია. იგი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გრიგორი კარასინს და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს ბ-ნ ნიკოლაი კოზიკს შეხვდა.

მისიის მანდატის ნორმალიზაციის, სტაბილიზაციისა და ნდობის აღდგენის კომპონენტების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის მთავარ მიზანს მოსკოვში სამუშაო კონტაქტების შენარჩუნება და ადგილზე არსებული მდგომარეობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ყველა მხარის პრობლემების განხილვა წარმოადგენდა. ორივე შეხვედრა მეგობრულ, კონსტრუქციულ და პროფესიონალურ ატმოსფეროში გაიმართა.

საქართველოში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდების მომზადების ფარგლებში განიხილეს. დაისვა და განხილულ იქნა ‘ბორდერიზაციის’, გადაადგილების თავისუფლების, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობისა და სამხედრო წვრთნების საკითხები. ასევე - პრაქტიკული საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სტრუქტურების ურთიერთქმედება საველე პირობებში. ადგილზე  სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის შესანარჩუნებლად, ყველა მხარემ გამოთქვა არსებული ინსტრუმენტების, როგორიცაა სატელეფონო ცხელი ხაზი და შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM), გამოყენების მზადყოფნა.

მოსკოვში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ბოლო ვიზიტი 2011 წელს განხორციელდა.