EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 06:11:02
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5302/?page=6&year=2015
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაში ჩაერთო!

27.11.2015
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიაში ჩაერთნენ! რატომ ვიყენებთ ნარინჯისფერ ხელის ანაბეჭდებს? როგორც ნათელი და ოპტიმისტური ფერი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კამპანიისთვის, სახელწოდებით „გავერთიანდეთ“, ნარინჯისფერი წარმოადგენს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობისგან თავისუფალ მომავალს. თანამშრომლებმა ასევე გამოთქვეს მოსაზრებები, თუ რას ნიშნავს მათთვის გენდერული თანასწორობა.

16-დღიანი კამპანია 10 დეკემბერს (ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს) დასრულდება. კამპანიის საფუძველი ის მარტივი ფაქტია, რომ ძალადობა ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ დღესდღეობით ადამიანის უფლებათა ყველაზე გავრცელებულ დარღვევად რჩება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში დაღუპული ორი ქალიდან ერთი პარტნიორის ან ოჯახის წევრის მსხვერპლია. გენდერული ძალადობა აზარალებს ყველას: ქალებს, კაცებს, ბიჭებს და გოგონებს და ამისი თავიდან აცილება შესაძლებელია.

წელს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ დგამს ნაბიჯებს ამ გლობალური ძალისხმევის ხელშესაწყობად, ადგილობრივ დონეზე გამართული ღონისძიებებით და მათი მხარდაჭერით, რათა ხელი შეუწყოს მოცემულ თემაზე მომუშავე აქტორების ცნობადობას და გაძლიერებას, ისევე როგორც მათი ინიციატივების მდგრადობას.

გარდა ამისა, წელს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამართავს "თეთრი ლენტის" კამპანიას, სადაც 16-დღის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები თეთრ ლენტებს ატარებენ, რაც  იმისი პირობაა, რომ ადამიანი არასოდეს ჩაიდენს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობას, ხელს არ შეუწყობს მსგავს ქმედებას და თვალს არ დახუჭავს მასზე. ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ პატრულირებისას მისიის დამკვირვებლები თეთრ ლენტებს დაარიგებენ და ჩაერთვებიან მოცემული კამპანიის განხილვაში.

შეუერთდით 16-დღიან კამპანიას და უთხარით არა ძალადობას ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ. ატარეთ თეთრი ლენტი და გაავრცელეთ ინფორმაცია ამ კამპანიის შესახებ. ერთად ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ უკეთესი შედეგი და ხელი შევუწყოთ ცვლილებებს.