EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 03:11:15
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5311/?page=4&year=2015
 
 უკან

პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების პროექტი - ტრანსსასაზღვრო სემინარი ჟურნალისტებისთვის

30.11.2015
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ თურქეთში, სტამბულში, ჟურნალისტებისთვის ტრანსსასაზღვრო სემინარი მოაწყო. სემინარის თემა იყო „სოციალური ქსელების გაფართოება და ახალი ინსტრუმენტები ჟურნალისტებისთვის“. ღონისძიებაში თორმეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა: ოთხი თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიიდან და ოთხ-ოთხი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. შეხვედრა, 2015 წლის 23-26 ნოემბერს, სტამბულში, სასტუმრო ნაილსში, ჟურნალისტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირებისა და უკეთესი ურთიერთობების ხელშესაწყობად გაიმართა.

სემინარი მიზნად ისახავდა თბილისის მიერ ადმინისტრირებული ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩამოსული ჟურნალისტების მესამე ქვეყანაში შეხვედრით წაეხალისებინა ერთად მუშაობა და საერთო თემების შესწავლა. მათ შორის იყო - ახალი ინსტრუმენტები ჟურნალისტებისათვის და ადამიანის უფლებები. სტამბული სიახლოვისა და ვიზებთან დაკავშირებული პრობლემების ნაკლებობის გამო შეირჩა.

სემინარი ორგანიზებული იყო ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ერთად (IWPR) www.iwpr.net, რომელთანაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამშვიდობო ჟურნალისტიკის პრიზთან მიმართებაშიც ვთანამშრომლობთ. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე მედიის პროფესიული ორგანიზაციაა. ინსტიტუტის კავკასიის ოფისი საქართველოში ფუნქციონირებს. სემინარის მონაწილე ჟურნალისტების შერჩევა ორგანიზაციის დირექტორმა, ბექა ბაჯელიძემ განახორციელა.
ტრენინგი შემდეგმა მონაწილეებმა ჩაატარეს:

1. ონიკ ჯეიმს კრიკორიანი http://onnik-krikorian.com, კომუნიკაციების პროფესიონალი ექსპერტი, რომელმაც შეადგინა კურსის პროგრამა და ძირითადი თემები წარმოადგინა. ონიკს ასევე წარმატებით აქვს ჩატარებული სემინარები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის.
2. ჰერიეტ ვერ-ოსტინი, აღიარებული ექსპერტი ადამიანის უფლებების დარგში. ჰერიეტი დიდი ბრიტანეთის ორგანიზაცია „აროდიტ კონსალტანტსის“ დირექტორია, www.adroitconsultants.com და მსგავსი ტიპის სემინარები წარმატებით აქვს ჩატარებული მთელს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და აზიის ქვეყნებში;
3. გიორგი კუპატაძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, რომელმაც მოცემულ თემაზე ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტებმა ჟურნალისტებს კონსულტაცია გაუწიეს და მონაწილე ჟურნალისტები სრულად იყვნენ ჩართულები ინტენსიურ დისკუსიაში, რომელიც ლექციებს თან სდევდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებმა პირველად განახორციელეს სემინარის ადმინისტრაციული და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფა. მასში შედიოდა თარჯიმნების საქმიანობა, თვითმფრინავის და სახმელეთო ტრანსპორტის ბილეთების დაჯავშნა, დაბინავება, კვება და სამოგზაურო დაზღვევა.

მოუთმენლად ველით მომდევნო სემინარს!


სემინარის მსვლელობა


ონიკ კრიკორიანი


ჰერიეტ ვერ-ოსტინი სესიას უძღვება


დისკუსია