EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 22:11:22
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5332/?page=4&year=2016
 
 უკან

მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელად ნინო ჩიბჩიური დასახელდა

21.01.2016
2016 წლის 20 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2015 წლის პრიზის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში, რომელსაც საფუძველი 2012 წელს ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჩაუყარა, პირველი ასეთი ინიციატივაა საქართველოში, რომლის მიზანია ქართულ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების აღიარება, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიულ დონეზე და ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.

უკვე მესამე წელია, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზი დააწესა კონფლიქტების ეთიკური, სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქებისთვის. წლევანდელი გამარჯვებული ნინო ჩიბჩიურია სტატიით "ექიმები კონფლიქტის რეგიონში ჯანმრთელობის ხიდებს აშენებენ", რომელიც გამოცემაში „ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის - ცვლილებათა ხმა“ გამოქვეყნდა.

ქ-ნ ჩიბჩიურს ექნება შესანიშნავი შესაძლებლობა გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) სათავო ოფისში, ლონდონში.

" მშვიდობის ჟურნალისტიკამ, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა მხარეს, ყველა დონეზე უნდა მისცეს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა - გადაწყვეტილების მიმღები პირებიდან დაწყებული დაზარალებული მოსახლეობით დასრულებული. მშვიდობის ჟურნალისტიკის ძირითად მიზანს მშვიდობის აქტიური ხელშეწყობა წარმოადგენს. ეს გულისხმობს თანამშრომლობისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის ინიციატივების ხაზგასმას ან თუნდაც მათ შემოთავაზებას. მშვიდობის ჟურნალისტიკა, მხოლოდ პრობლემების ასახვისაგან განსხვავებით, ცდილობს გადაწყვეტილებებისკენ მიგვითითოს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მისი მანდატიდან გამომდინრე, კონფლიქტის მხარეებსა და ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ცდილობს. ჩვენ ამას საქართველოში 2008 წლიდან ვაკეთებთ. ჩვენ მშვიდობის ჟურნალისტიკას გაყოფილი მხარეების დამაკავშირებელ აუცილებელ ინსტრუმენტად აღვიქვამთ, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და საბოლოოდ კონფლიქტის მოგვარებისკენაა მიმართული"- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ჰოგმა თავის გამოსვლაში მოახსენა დამსწრე საზოგადოებას.

" ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მიბიძგებს კიდევ უფრო დიდი მონდომებით გავაგრძელო საქმიანობა“ - განაცხადა ნინო ჩიბჩიურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მილოცვაზე პასუხად. მან ასევე დასძინა, რომ ეს ჯილდო სასიამოვნო სიურპრიზია, რომელიც მეტად მოულოდნელი იყო.


2015 წლის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის სხვა გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში
ზურაბ ვარდიაშვილი - "სიღარიბის შვილები"

საუკეთესო საგამოძიებო ტელე/რადიო სიუჟეტი
ლია ტოკლიკიშვილი (თანაავტორი მაია გოგოლაძე) - "ოქროსთვის შეწირულები"

საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი
ანუნა ბუკია - "პაციენტის დღიურები"

ყველაზე ინფორმატიული ონლაინმედიასაშუალება
www.chai-khana.org

საუკეთესო დოკუმენტური ფოტო
დარო სულაკაური - “ნაადრევი ქორწინება”

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.euprizejournalism.ge/



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უფროსის მოადგილე ერიკ ჰოგი აუდიტორიას მიმართავს


მაყურებლები გამარჯვებულების გამოცხადების მოლოდინში


ბექა ბაჯელიძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სამხრეთ კავკასიის პროგრამის დირექტორი
მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის გამარჯვებულს აცხადებს


ნინო ჩიფჩიური მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისიის სპეციალურ პრიზს იღებს


ნინო ჩიბჩიური სცენას აპლოდისმენტების თანხლებით ტოვებს