2016 წლის 1 თებერვალს, მცხეთის რეგიონალური ოფისის ადმინისტრაციული საზღვრისა და ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საპატრულო ჯგუფებმა სოფელ ქსოვრისის საჯარო ბიბლიოთეკასა და ქსოვრისის სკოლის ბიბლიოთეკას ქართულ - ოსური ლექსიკონები გადასცეს. როგორც საპატრულო ჯგუფს სოფელში წინა სტუმრობისას უთხრეს, ქსოვრისის საჯარო ბიბლიოთეკა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე მდებარე ბოლო ბიბლიოთეკაა. სოფელში და მის შემოგარენში ოსური წარმომავლობის ბევრი მაცხოვრებელია.
მცხეთის რეგიონალური ოფისის საპატრულო ჯგუფი მცხეთის გამგებლის წარმომადგენელს, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს და ადგილობრივი სკოლის რამდენიმე მასწავლებელს შეხვდა. ისინი დიდი ენთუზიაზმით დაინტერესდნენ ლექსიკონის პროექტით და მასწავლებლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ლექსიკონი ძალიან კარგად არის შედგენილი.
„იდენტობისათვის მნიშვნელოვანია გქონდეს შესაძლებლობა ხედავდე ოსურ ენას, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სწავლობდე მას. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვისაა მნიშვნელოვანი, რომელსაც ჯერ არ მისცემია შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთი მოენახულებინა“ - განაცხადა ერთ-ერთმა მასწავლებელმა. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა თქვეს, რომ მადლობლები არიან მისიის, რომელიც რეგულარულად ახორციელებს პატრულირებას, რითაც ხელს უწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა ადგილზე გაგრძელდება. "როცა გხედავდით, ყოველთვის ხელს ვუქნევდი თქვენს მანქანას და თქვენთან პირადად შეხვედრაზე ვოცნებობდი, მაგრამ არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა, სანამ დღეს ჩემი ოცნება არ ასრულდა“ - გვითხრა ერთ-ერთმა მასწავლებელმა.
მათ ასევე განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში სურთ ოსურ მოსახლეობასთან ერთად სოფელში ოსური ენის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება მოაწყონ და ლექსიკონების მიღებაც აღნიშნონ.
მასწავლებლები ლექსიკონს ათვალიერებენ
სუფრა ღონისძიების შემდეგ