რეზიუმე
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა. მისიამ, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის დასტურია, საქმიანობა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაიწყო, რამაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაასრულა. მისია ახორციელებს მონიტორინგს და აგზავნის ინფორმაციას საქართველოში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ არსებულ სიტუაციას ეთმობა.
უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდების, მუდმივად ადგილზე ყოფნისა და განვითარებულ მოვლენებზე სწრაფი რეაგირების მეშვეობით, მისია პირდაპირ და ეფექტიანად უწყობს ხელს დაძაბულობის განმუხტვას და შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილებას, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მოვლენებზე ემოციური რეაგირებით, დამახინჯებული ინფორმაციის წარმოდგენით, ან საინფორმაციო ომის სხვა საშუალებებით. გარდა მუდმივი პატრულირებისა, მისიის ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტები, როგორიცაა სატელეფონო ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) და ურთიერთგაგების მემორანდუმები თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ეხმარება მისიას უზრუნველყოს საომარი მოქმედებების განუახლებლობა. მისიი საქმიანობა სრულად ეყრდნობა „საოპერაციო მიუკერძოებლობის" პრინციპს.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: Politorbis - The Caucasus Conflicts: Frozen and Shelved?