EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 21:11:37
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5371/?page=4&year=2016
 
 უკან

ევროკავშირი და საქართველო - ადამიანების ისტორიები ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში

10.04.2016
2016 წლის 8 აპრილს, პარასკევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-სპიკერი ჯონ დურნინი, მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლებთან ირი როუსსა და მატილდა სანდენთან და თარჯიმან თამარ დარცმელიასთან ერთად, ბრიუსელიდან ჩამოსულ გადამღებ ჯგუფს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლდა.

ვიდეო-პროექტის მიზანია საპორტრეტო ვიდეორგოლების სერიის გადაღება, რომელიც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სრულ სპექტრს ასახავს. ევროკავშირის ორგანიზაციებიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მიიღო თხოვნა აესახა ისტორია, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრებ, კონფლიქტის შედეგად პირდაპირ დაზარალებულ, ადგილობრივ მოსახლეობას ეხება. შედეგად, მცხეთის რეგიონალური ოფისის ხელშეწყობით, მოეწყო ინტერვიუები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრებ მისიისთვის ნაცნობ რესპონდენტებთან.

ოჯახმა, რომელსაც გადამღებმა ჯგუფმა ინტერვიუ ჩამოართვა, მოგვითხრო თუ როგორ დაზარალდა კონფლიქტის შედეგად. მაგალითად, სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, ყველა მხრიდან გარშემორტყმულია უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების წარმომადგენლებით და "ბორდერიზაციის" შედეგად აღმართული სხვადასხვა სახის დაბრკოლებები მათგან მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯშია. აქედან გამომდინარე, ოჯახმა გადაღების დროს მადლიერება გამოთქვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პატრულირებას ახორციელებს, რის გამოც ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. კონფლიქტის შედეგად ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელი დატოვა, მაგრამ მას შემდეგ რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადგილზე პატრულირება დაიწყო, მაცხოვრებლები დაბრუნდნენ.

პორტრეტების სერია ნაჩვენები იქნება 8 მაისს, თბილისის ცენტრში ევროკავშირის დღის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებების ფარგლებში. ამ ვიდეორგოლებს ქართული ტელევიზიებიც აჩვენებენ და ისინი სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებზეც განთავსდება.



ინტერვიუ თამართან


საკუთარ ბაღში


დამკვირვებლები ირი და მატილდა თამართან