EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 05:11:14
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5373/?page=5&year=2016
 
 უკან

ევროკავშირის ჟურნალისტების ჯგუფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვია

10.04.2016
ოთხშაბათს, 6 აპრილს, 15 ჟურნალისტისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა უმეტესობა ბრიუსელში მოღვაწეობს, გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია და მოგვიანებით სოფელ ჯარიაშენში იმყოფებოდა. სოფელში ცოტა ხნის წინ ადგილობრივი ფერმერის ბაღზე მოხნული კვალი გაატარეს, სავარაუდოდ ხანძარსაწინააღმდეგო მიზნით. ამან ფერმერის ბაღი ორად გაყო და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე იმოქმედა.

ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მიერ სამეზობლო და გაფართოებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკითხებზე (DG NEAR A2 - უწყებათაშორისი ურთიერთობები და კავშირები) და ვიზიტს კოორდინაციას უწევდა ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და ევროპის ჟურნალისტთა ცენტრი (EJC) ნიდერლანდებში.

ჟურნალისტები შემდეგ მედია საშუალებებს წარმოადგენდნენ:  Tagezeitung and Zeit Online (გერმანია), Le Figaro (საფრანგეთი), El Pais (ესპანეთი), Politiken (დანია), Svenska Dagbladet (შვედეთი), Der Standard (ავსტრია) სლოვენიის საინფორმაციო სააგენტო, რუმინეთის რადიო, პოლონეთის საინფორმაციო სააგენტო, საინფორმაციო სააგენტო Latea (ლატვია), ANSA (იტალია), Nepzabadsag (უნგრეთი), ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტო და Hospodarske noviny (ჩეხეთის რესპუბლიკა).

მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ერიკ ჰოგმა და რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მეტ უოტლიმ ჟურნალისტებს მისიის შესახებ პრეზენტაცია გააცნეს. შემდეგ, ჯგუფი ადმინისტრაციულ საზღვართან, ანეტ გერბერის მეთაურობით, პატრულირებაზე გაემგზავრა, სადაც მათ ადგილობრივი ფერმერების შეხედულებები მოისმინეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯგუფს დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მოგვიანებით, ბევრმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სტუმრობა მათთვის მნიშვნელოვანი იყო. მათ განაცხადეს, რომ დაწერენ "ბორდერიზაციის" ზეგავლენაზე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობაზე და იმ დადებით საქმიანობაზე, რასაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებს.


ორად გაყოფილი ბაღი


ინტერვიუ ფერმერთან