EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 22:11:49
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5391/?month=12&year=2016
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას მასპინძლობს

18.04.2016
ქალთა ორგანიზაციებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გენდერულ საკითხებზე მომუშავე კოლეგებმა მონაწილეობა მიიღეს 15 აპრილს გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უმასპინძლა. შეხვედრის მონაწილეებს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ჰოგი მიესალმა და ხაზი გაუსვა ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრა გენდერულ საკითხებში მისიის მრჩეველმა ქ-ნ სტეისი ზიბელმა გახსნა. შეხვედრა ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში, რასაც ცოცხალი დისკუსია და იდეების გაცვლის სესია მოჰყვა. განხილული იყო როგორ შეიძლება უფრო მჭიდროდ და უფრო შემოქმედებითად ჩაერთოს მისია ქალთა ორგანიზაციების საქმიანობაში საკუთარი მანდატის უკეთ განხორციელებისათვის.

ქ-ნ სტეისიმ განმარტა, თუ როგორ ახორციელებს მისია გენდერული საკითხების ინტეგრაციას თავის საქმიანობაში გაეროს უშიშროების საბჭოს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული რეზოლუციების შესაბამისად. ასევე გაიმართა საინტერესო დისკუსია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ როგორც მისიის, ასევე ქართული პოლიციის მიერ პატრულირებისას გენდერულად დაბალანსებული ჯგუფების საქმიანობის მნიშვნელობის შესახებ. ამ შერეული ჯგუფების პატრულირება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ქალებს და ბავშვებს უსაფრთხოების უფრო დიდ განცდას მიანიჭებს.

მეორე სესია, რომელიც მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ალინა ბელსკაიას ხელშეწყობით ტარდებოდა, მიმართული იყო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში მისიის ჩართულობაზე. ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფებს ადგილზე ყოფნით იმედი და უსაფრთხოების განცდა მოაქვთ და მათ მისიის ადგილზე რეგულარულად ყოფნას მაღალი შეფასება მისცეს. დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ მისიის მანდატის ასახსნელად მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან ბევრი ადგილობრივი მოსახლისთვის მისიის მანდატი კვლავ გაურკვეველია. ზედმეტი მოლოდინების ასაცილებლად, მნიშვნელოვანია იმის ახსნა, თუ რას აკეთებს მისია.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ასევე ხაზი გაუსვეს ორ მიზეზს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება: პირველ რიგში, რათა სამოქალაქო საზოგადოებას კონკრეტულ საკითხების გადაწყვეტაში დახმარება გაეწიოს და მეორე იმიტომ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხშირად სტუმრობს ისეთ ადგილებს, სადაც არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოება და ასევე მწირია ხელისუფლების ვიზიტები. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აქვს უნიკალური პოზიცია, რის მეშვეობითაც შეუძლია მიაწოდოს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მათ საჭიროებისამებრ უშუალო დახმარება გასწიონ.

არასამთავრობო ორგანიზაცია იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" ხელმძღვანელ ქ-ნ იულია ხარაიშვილის ხელშეწყობით ჩატარებული მესამე სესიის დროს მონაწილეებმა მოითხოვეს საზოგადოების მეტი ჩართულობა სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, ადგილობრივ თემებთან ექსპერტული ცოდნის გაცვლა. ამას მოჰყვა დისკუსია, თუ როგორ უნდა გახდეს წამყვანი ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები სამოქალაქო საზოგადოების ყველა სფეროში და არა მარტო ქალთა ორგანიზაციებში. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საჭიროებას, ისევე როგორც მედიასთან უფრო მჭიდრო მუშაობის საჭიროებას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და შემდგომი რეზოლუციების უკეთ გასაგებად. ბოლოს ხაზგასმით აღინიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ბევრი საკითხი შეიძლება გადაწყდეს ადგილობრივი რესურსების გამოყენებით, მისიის ადგილზე ყოფნა ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.

საერთო ჯამში, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა წარმატებული იყო და მისია იმედოვნებს, რომ მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც ჩაატარებს და მისიის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ გამოეხმაურონ არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ ქმედებების შესახებ, რომელიც განხორციელდა ზემოთ წამოჭრილი საკითხების დასმის შემდეგ.