EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 22:11:36
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5398/?month=12&year=2016
 
 უკან

ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური საქართველოს სტუმრობს: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქ არის 500 მილიონი ევროპელის სახელით გზავნილის გადასაცემად

21.04.2016
გუშინ ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური კენეთ დინი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვიზიტისთვის ჩამოვიდა. ბატონი დინი არის ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური, ევროკავშირის სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსი და პასუხისმგებელია მთელს მსოფლიოში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ყველა სამოქალაქო მისიის (ამჟამად სულ10 მისიის) ხელმძღვანელობაზე.

"საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის არსებულ მისიებს შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. იგი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის", თქვა ბ-მა დინმა და მოიხსენია, როგორც "მიმღწევი მისია. წარმატებული მისია. შედეგიანი მისია".

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებისადმი მიმართვისას ბ-მა დინმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციული ასპექტების მნიშვნელობას. კერძოდ, მან მოიხსენია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველთვიური შეხვედრები როგორც რეგიონული დიალოგის ხელშემწყობი სასიცოცხლო ინსტრუმენტი.

"საქართველო ევროპის ზღურბლთან იმყოფება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქ არის 28 წევრი სახელმწიფოსა და 500 მილიონზე მეტი ევროპელის სახელით გზავნილის გადასაცემად. ჩვენ აქ ვართ, ძლიერი და მნიშვნელოვანი მანდატით. მანდატი და მისია საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს", თქვა ბ-მა დინმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის პოლიტიკა, რომ მისიას უნდა მიეცეს თავისი მანდატის მთელ საქართველოში განხორციელების შესაძებლობა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რეგიონების ჩათვლით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისში შეხვედრების შემდეგ ბ-ნ დინის ვიზიტი გაგრძელდა მცხეთის რეგიონალურ ოფისში, სადაც მასთან ერთად მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი და ბრიუსელში მისიის წარმომადგენელი პიტერ ტორდა გაემგზავრნენ. რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა , გეორგიოს პაპაიოანოუმ რეგიონალური ოფისის მიმდინარე ამოცანებისა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ბრიფინგი გამართა . მოგვიანებით ბ-ნი დინი შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლებს და მადლობა გადაუხადა რეგიონში სტაბილიზაციის ვითარების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის .


ბ-ნი დინი მისიის თანამშრომლებს მიმართავს


მისიის თანამშრომლები ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს კითხვებს უსვამენ

საქართველოში ჩამოსულ ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურ კენეთ დინს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი
მიესალმა


ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური კენეთ დინი (ცენტრში) მცხეთის რეგიონალურ ოფისს სტუმრობს. მას თან ახლავს მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი და მისიის წარმომადგენელი ბრიუსელში პიტერ ტორდა (მარცხნივ)


  "რეგიონალურ ოფისებში ჩანს მისიის მოქმედება" - ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა კენეთ დინმა განაცხადა ვიზიტის დროს მისიის თანამშრომლებისათვის სიტყვით მიმართვისას