EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:05
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5404/?page=6&year=2016
 
 უკან

ათასობით საქართველოს მოქალაქემ უკეთ გაიცნო ევროკავშირი

10.05.2016
ევროპის დღეების აღნიშვნამ თბილისში, კვირას, 8 მაისს, ათასობით დაინტერესებული სტუმარი მოიზიდა. ღონისძიებისთვის მორთულმა რიყის პარკმა ქალაქის ცენტრში ევროპულ სოფელს უმასპინძლა და ბევრი სტუმარი მიიღო. 17 ევროპული ქვეყნის სტენდმა და ბევრმა ევროპულმა ორგანიზაციამ და დაწესებულებამ დამსწრეთ ევროპის უკეთ გაცნობის საშუალება მისცა. ღონისძიებას ასევე თან ახლდა ქართველი სტუდენტებისა და ბავშვების სხვადასხვა წარმოდგენა.

განსაკუთრებით დიდი წარმატება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფმა და მათმა მანქანებმა ბავშვებიან ოჯახებს შორის მოიპოვა. მისიის დამკვირვებლებმა ვიზიტორებს აჩვენეს თავიანთი აღჭურვილობა და ისაუბრეს ადმინისტრაციულ საზღვართან სადამკვირვებლო საქმიანობის შესახებ. ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თბილისში საღამოსაც გაგრძელდა, სადაც ევროვიზიის ქართველმა ვარსკვლავებმა ნინო სუბლატმა და ელდრინმა ცოცხალი და ენერგიული წარმოდგენა გამართეს.

საქართველოში ევროპის დღეები 8-24 მაისს სხვადასხვა ადგილას კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით გაგრძელდება. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს The European Days website ან მოიწონეთ The European Days on Facebook.




მოძრაობის თეატრი იწყებს ევროპის დღეს რიყეზე


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდი სტუმრებს მისიის საქმიანობის შესახებ კითხვარის შევსებას სთავაზობს


პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდს ეწვია


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდი ძალიან პოპულარულია


ცნობისმოყვარე ბავშვები ვიქტორინის კითხვებს ავსებენ