2008 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ რაც ზუგდიდის რეგიონალური ოფისი საქმიანობას შეუდგა, 13 მაისს, მე-16 000 საპატრულო გასვლა განხორციელდა.
მე-16 000 საპატრულო გასვლა ადმინისტრაციულ საზღვართან შედგა, სადაც საპატრულო ჯგუფი საერთო უსაფრთხოების მდგომარეობას, „ბორდერიზაციას“ და რეგიონში გადაადგილების თავისუფლებას აკვირდებოდა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელსაც ზუგდიდის ოფისი მრავალი წელია ახორციელებს და გააგრძელებს მისიის მანდატის შესაბამისად.
მისიის ძალისხმევა მიმართულია ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებაზე, ინციდენტების შესახებ ანგარიშების მომზადებასა და ზოგადად, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ხშირად ამბობენ, რომ ისინი თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ, როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი ახლოსაა, რაც დამკვირვებლებისთვის ძლიერი მოტივაციაა.