დღეს, 2016 წლის 9 ივნისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ბ-მა ერიკ ჰოგმა თბილისში, მისიის სათავო ოფისში, ქ-ნ ნატალი ტოჩის უმასპინძლა. ქ-ნი ტოჩი ახალი ევროპული უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში სპეციალური მრჩეველია. იგი მოცემულ თანამდებობაზე საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგნელმა დანიშნა.
ქ-ნი ტოჩი თბილისში იმყოფება, რათა ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის სამუშაო ვარიანტის შემუშავების დასრულებამდე და ევროპის საბჭოში მის წარდგენამდე, საქართველოს, როგორც პარტნიორ ქვეყანას, ინფორმაცია მიაწოდოს და კონსულტაციები გამართოს. ვიზიტის დროს იგი საქართველოს ხელისუფლების და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდება.
მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქ-ნ ტოჩის გააცნო საქართველოში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა, თვითგამოცხადებული რეგიონების ჩათვლით და მიაწოდა ინფორმაცია მისიის მანდატის და ასევე ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ სტაბილიზაციის, ნდობის აღდგენისა და ნორმალიზაციის საკითხებში შეტანილი წვლილის შესახებ.
ქ-ნი ნატალი ტოჩი (Nathalie Tocci) ეხმარება უმაღლეს წარმომადგენელს დაამყაროს კონტაქტები ანალიტიკურ ცენტრებთან და კოორდინაცია გაუწიოს მუშაობას ევროპის მომავალ უსაფრთხოების სტრატეგიასთან (European Security Strategy) დაკავშირებით. იგი ფლობს განვითარების კვლევების მაგისტრის ხარისხს და ლონდონის ეკონომიკის სკოლის სადოქტორო ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში.