ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა, 10 დეკემბერს, ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტთან, არასამთავრობო ორაგნიზაცია „ადამიანის უფლებების ცენტრთან“ და Ja – Čelovek-თან მჭიდრო თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით, ორგანიზება განსაკუთრებულ ღონისძიებას გაუწია.
ღონისძიებაში, რომელიც ზუგდიდის კონოთეატრში გაიმართა, ოთხასზე მეტმა ახალგაზრდა ქართველმა სტუდენტმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948 წლის 10 დეკემბერი) 60 წლისთავის აღსანიშნავად, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ერთად შესაკრებად და ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად მოეწყო.
ღონისძიებას ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე ქართველი იურისტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისის ადამიანის უფლებების განყოფილების ხელმძღვანელი უძღვებოდნენ. სესიის პირველ ნაწილში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და დამოუკიდებელი უნივერსიტეტის წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ და წარადგინეს პრეზენტაციები. სახალხო დამცველის ერთ-ერთმა ადგილობრივმა წარმომადგენელმა აუდიტორიას საკუთარი ფუნქციები განუმარტა და ადამიანის უფლებების ცენტრმა „ადამიანის უფლებების სამყაროში“ არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ისაუბრა.
მოკლე შესვენების შემდეგ, გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ხიდი ვადიზე“ ჩვენება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში პალიესტინურ და ებრაულ ორეროვან სკოლას შეეხებოდა. ფილმის ჩვენებამ ადამიანის უფლებების მთელ რიგ საკითხებზე დისკუსიის გამართვის საშუალება წარმოშვა. შესაბამისად, აუდიტორიამ შეძლო მოცემული საკითხისადმი ინტერესი გამოეხატა და ცოცხალი დისკუსიაც გაიმართა. ახალგაზრდობის მომავალი კეთილდღეობისადმი დადებითი მიდგომის ჩათვლით, წამოჭრილ და განხილულ იქნა მრავალი საკითხი. ყველა მონაწილეს შორის ურთიერთგაგების დამყარებას ენის ბერიერმაც ვერ შეუშალა ხელი. სესია იმ იმედით დაიხურა, რომ არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დღეს, არამედ ყოველ დღე ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და იმოქმედოს ამ პრინციპების შესაბამისად.