EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 06:11:07
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/545/?page=4&year=2008
 
 უკან

ტრეინინგი ადამიანის უფლებებზე

12.12.2008
გენერალური სამდივნო
ადამიანის უფლებების და იურიდიული საკითხების გენერალური დირექტორატი
თანამშრომლობის დირექტორატი
ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტი
იურიდიული და ადამიანის უფლებების შესაძლებლობების ამაღლების განყოფილება




გასული სამი კვირის განმავლობაში, ევროსაბჭოს მიერ მოწვეული დამოუკიდებელ ექპერტთა ჯგუფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებისათვის ადამიანის უფლებების რიგ საკითხებზე ტრეინინგს ატარებდა. ამ დამატებითი სწავლების მეშვეობით, დამკვირვებლები ადამიანის უფლებების პოტენციური დარღვევების გამოსავლენად უკეთ მომზადებულნი იქნებიან და ამასთან მისიის საქმიანობაში ადამიანის უფლებების საკითხების ინტეგრირებას შეძლებენ. ტრეინინგმა მონიტორებს რეგიონში სამუშაოს შესასრულებლად კონკრეტული საშუალებები და ინფორმაცია წარუდგინა.

სამი კვირის განმავლობაში ტრეინინგს ორასამდე მონიტორი დაესწრო. ტრეინინგი ზუდიდში, ნოემბრის ბოლოს, ზუგდიდის და ფოთის/ხაშურის რეგიონალური ოფისისებისათვის დაიწყო, შემდეგ გორის რეგიონალური ოფისის და სწრაფი რეაგირების ჯგუფისათვის გაგრძელდა და თბილისის რეგიონალური ოფისისა და მისიის სათაო ოფისის თანამშრომლებისათვის ჩატარებული სწავლებით, 12 დეკემბერს, მცხეთაში დასრულდა.

ტრეინინგების ჩასატარებლად ევროსაბჭომ ხუთი ადამიანის უფლებების წამყვანი ექსპერტი მოიწვია: კონორ ფოლი, რალფ კროშო, პოლ გარლიკი, ივანა როაგნა და პატრიკ თუმი. მათი გამოცდილება მონიტორებს ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და ანგარიშების წარდგენის მცნებების სწრაფად ათვისებაში დაეხმარა და სწავლებამ ადამიანის უფლებების ძირითადი ასპექტები მოიცვა. კონკრეტულად, ტრეინინგის დროს განხილული იყო სიცოცხლის უფლება, წამებისა და ულმობელი მოპყრობის აკრძალვა, გადაადგილების თავისუფლება, დისკრიმინაციის აღკვეთა, ადამიანის თავისუფლების, უსაფრთხოების და საკუთრების უფლება. ევროსაბჭოს სამდივნოს ჯგუფი დავიდ კუპინას, ელირა კოკონასა და მარტინ ზიმანისაგან შედგებოდა.

თითოეული სესიის დასაწყისი მეტად პრაქტიკულ მიდგომაზე იყო დაფუძნებული და კონცენტრაციას უშუალოდ სადამკვირვებლო საქმიანობასა და სხვადასხვა უნარებზე ახდენდა, როგორიც არის გასაუბრების ჩატარების, თარჯიმნებთან მუშაობის და ეფექტიანი ანგარიშების წარდგენის უნარი. ტრეინინგის მეშვეობით ასევე მოხდა სადამკვირვებლო საქმიანობის დროს გენდერული საკითხების მნიშვნელობის ხაზგასმა.