EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 21:11:17
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5585/?month=12&year=2016
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იწყებს პერიოდულ საინფორმაციო გამოცემის გამოქვეყნებას

07.07.2016
2016 წლის 7 ივლისს, ხუთშაბათს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება იწყებს მისიის შესახებ ახალი საინფორმაციო ბიულეტენის გამოქვეყნებას. პროექტის მიზანია, უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და განსაკუთრებით მისიაში მოღვაწე მამაკაცთა და ქალთა თანამშრომლების შესახებ ვრცელი და კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება საქართველოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

პირველი საკითხი - რომელიც გაშუქდება ბიულეტენში - შეეხება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ძირითად საქმიანობას - ჩვენი დამკვირვებლების როლს საქართველოში.

სხვა საკითხები გამოქვეყნდება რეგულარულად და შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა საქმიანობა ჩვენი თბილისის სათაო ოფისში და რეგიონალურ ოფისებში (მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში); საქართველოში მშვიდობიანი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ჩვენს საკომუნიკაციო საშუალებებს, როგორიცაა: ცხელი ხაზი და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი; ჩვენი სამუშაო პირობების ასპექტებს, განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მათ შორის თხილის სეზონური მოსავალი, ღვინო, ჯონჯოლი და ზოგადად ყოფითი ცხოვრება; და სხვა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების სამუშაო და ცხოვრებისეულ ასპექტებს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ბიულეტენი შეავსებს არსებული ინფორმაციის ნაკლებობას და საინტერესო ცნობებს მიაწვდის იმ ხალხს, ვინც დაინტერესებულნი არიან ამ მისიის საქმიანობით. ჩვენ, რა თქმა, განვაგრძობთ ჟურნალისტების, სტუდენტების, დიპლომატების და ფართო საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება გისურვებთ სასიამოვნო კითხვას!