EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 01:11:41
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5686/?page=6&year=2016
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და მაღალი რანგის დიპლომატები სცენაზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული „16 დღიანი კამპანიის“ მხარდასაჭერად

08.12.2016
7 დეკემბერს, შვიდმა მაღალი რანგის დიპლომატმა, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა თბილისის მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე საერთაშორისო აღიარების მქონე დოკუმენტრი პიესა „შვიდი“ წარადგინა. 
დიპლომატები თავიანთ წარმოდგენას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან გლობალურ კამპანიას უძღვნიან. 

პიესა ასახავს რეალურ ისტორიას შვიდ ქალზე რომლებმაც ქალთა, ბავშვთა და ოჯახების უფელებებისთვის ბრძოლაში სიმამაცე გამოიჩინეს. პიესის წარმოდგენა სცენური კითხვით მოხდა. თითოეულ როლს თბილისის დიპლომატიური კორპუსის შვიდი წევრიდან ერთ-ერთმა შეასრულა:
•       მისი აღმატებულება ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ჯოს დუმა, რუსი მარინა პისკლაკოვა-პარკერის როლში.
•       მისი აღმატებულება სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი რუდოლფ მიხალკა, ჩრდილოეთ ირლანდიელი ინეს მაკკორმაკის როლში.
•       მისი აღმატებულება გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი, კამბოჯელი მუ შოშუას როლში.
•       მისი აღმატებულება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, გუატემალელი ანაბელა დე ლეონის როლში.
•       ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მისი აღმატებულება ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი, ავრანელი ფარიდა აზიზის როლში.
•       ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი საქართველოში ბატონი უილიამ ლაჰუ, ნიგერიელი ჰაფსათ აბიოლას როლში.
•       გაეროს განვითარების პროგრამის დროებითი წარმომადგენელი საქართველოში ბატონი შომბი შარპი, პაკისტანელი მუხტარ მაის როლში.
პიესა წარადგინა პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ, ხოლო რეჟისორი თომას ბერნსი იყო. პიესა მთელს მსოფლიოში უამრავ სცენზე დაიდგა, მათ შორის შვედეთში, ბრუსელში (ევროპარკლამენტის შენობაში) და ნიუ იორკში, სადაც პიესა ჰილარი კლინტონმა წარადგინა და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელმა მსახიობმა მერილ სტრიპმა შეასრულა ადამიანისა და ქალთა უფლებების დამცველი ჩრდილოეთ ირლანდიის პროფკავშირების აქტივისტის ინეს მაკკორმაკის როლი. 
წარმოდგენა ინიცირებული იყო ევროკავშირის საადმკვირვებლო მისიისა და საქართველოში ქალთა ფონდის მიერ, შვედეთის ინსტიტუტისა და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი სცენაზე  ავღანელი ფარიდა აზიზის როლში. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP 

ელჩები და მაღალი რანგის დიპლომატები სცენაზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული "16 დღიანი კამპანიის" მხარდასაჭერად

კულისებიდან გადაღებული ფოტო, დიპლომატები წარმოდგენის შემდეგ აპლოდისმენტებს ღებულობენ. ფოტო: უილიამ ბოიდი/EUMM