EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 21:11:10
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5772/?page=2&year=2017
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს საინფორმაციო - საგანმანათლებლო პროექტს მისიასა და მის მანდატზე საჯარო ლექციების ჩატარებით უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბათუმსა და ფოთში

16.03.2017
14-15 მარტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელმა მეცნიერებათა დოქტორმა კაუპო კანდმა  მისიისა და მისი მანდატის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (14 მარტი) და ფოთის ახალ ქართულ უნივერსიტეტში (15 მარტი).

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტები დაესწრნენ, მათ შორის ვინც საერთაშორისო ურთიერთობებს, ისტორიას და ტურიზმს შეისწავლის. ოთხმოცამდე სტუდენტი და აკადემიური პერსონალი ლექციას დაესწრო და დადებითად შეაფასა. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ქ-მა თამარ სირაძემ, წარადგინა  დოქტორი კანდი და მოკლედ ისაუბრა მისი პროფესიული და აკადემიური გამოცდილების შესახებ.

დოქტორმა კანდმა ისაუბრა თემაზე "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში" და მოკლედ მიმოიხილა კონფლიქტები საქართველოში,  ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი მის განხორციელებაზე დაკვირვების სფეროში, მათ შორის ისაუბრა უმთავრეს მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე. პრეზენტაციის ბოლოს, დოქტორმა კანდმა  მოკლედ მიმოიხილა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (CSDP), მათ შორის მისიებში.

პრეზენტაციის დასასრულს სტუდენტებმა მისიის მანდატის, საქმიანობის, ისევე როგორც ახალგაზრდებისთვის მისიის ნდობის აღდგენის პროექტებთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო კითხვა დასვეს. სტუდენტები დაინტერესდნენ ასეთი საჯარო ლექციების გაგრძელებით და წარმოდგენილი საკითხების შესახებ მეტი დისკუსიების დაწყებით.

დოქტორმა კანდმა საჯარო ლექცია ასევე ფოთის ახალ ქართულ უნივერსიტეტში გამართა. ფოთში მაგისტრატურის სტუდენტებს ბაკალავრიატის სტუდენტები და ლექტორები შეუერთდნენ. სტუდენტებმა ძალიან იაქტიურეს და დასვეს შეკითხვები მისიასა და ადგილზე მისი საქმიანობის, ისევე როგორც 6-პუნქტიანი შეთანხმების და მისი განხორციელების შესახებ. დისკუსია ცოცხალი და საინტერესო იყო. ლექციის ბოლოს დოქტორმა კანდმა წაახალისა სტუდენტები თავიანთი ინტერესები გამოეხატათ და ჩაერთულიყვნენ დისკუსიებში მისიის, მისი მანდატის, ისევე როგორც ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ.

საჯარო ლექციები უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის  მისიის ახალი საინფორმაციო - საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში იმართება . ბათუმისა და ფოთის უნივერსიტეტებამდე მისიამ პრეზენტაციები  მისი მანდატისა და საქმიანობის შესახებ თბილისში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის,  გორის უნივერსიტეტის და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს ჩაუტარა.

დოქტორი კაუპო კანდი წარუდგენს თავს სტუდენტებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის დაწყებისას

ლექციას  საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიის და ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტები დაესწრნენ

ლექცია პროცესში ...

კითხვები ძირითადად ეხებოდა მისიის საქმიანობას, ასევე მისიის მიერ დაწყებულ პროექტებს ახალგაზრდების ჩართულობისთვის

ფოთში ახალი ქართული უნივერსიტეტის მაგისტრანტები ლექციას ესწრებიან

კითხვები & პასუხები ლექციის შემდეგ ფოთის ახალ ქართულ უნივერსიტეტში