EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 23:11:08
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5811/?page=3&year=2017
 
 უკან

ლატვიის პრეზიდენტი ბ-ნი ვეიონისი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

30.03.2017
გუშინ,  2017 წლის 29 მარტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის  მოვალეობის შემსრულებელმა ერიკ ჰოგმა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას რაიმონდ ვეიონისს მისიის გორის რეგიონალურ ოფისში უმასპინძლა. პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ, მათ შორის, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი რიჰარდ კაზლოვსკი და ლატვიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება იანის ზლამეცი.

მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე მიჰაელა გერასიმის მხარდაჭერით ლატვიის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია მისიის მანდატის და ძირითადი ოპერაციული საქმიანობის, ისევე როგორც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სტაბილიზაციის, ნდობის აღდგენისა და ნორმალიზაციის საკითხებში შეტანილი წვლილის შესახებ.

ბრიფინგის შემდეგ პრეზიდენტი ვეიონისი მისიაში მომუშავე ლატვიის კონტინგენტის ოთხ წევრს შეხვდა. პრეზიდენტმა ასევე დრო მონახა იმისთვის, რომ მადლობა გადაეხადა მისიის წევრ ყველა ქალებისა და მამაკაცებისთვის მანდატის შესრულებაში შეტანილი წვლილისათვის.

ლატვიის პრეზიდენტი, რაიმონდ ვეიონისი და პირველი ლედი, ივეტა ვეიონე საქართველოში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ერიკ ჰოგი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას რაიმონდ ვეიონისს მისიის გორის რეგიონალური ოფისის წინ დახვდა 

მარცხნიდან: ქ-ნი მიჰაელა გერასიმი , რეგიონალურ ოფისის უფროსის მოადგილე ; მისი აღმატებულება ბ-ნი იანის ზლამეცი , ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; გენერალი ნორმუნდს გარბარსი , სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსი ; ერიკ ჰოგი , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებ ლი ; მისი აღმატებულება ბ-ნი რაიმონდ ვეიონის ი, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ი, - ნი რიჰარდ კაზლოვსკი , ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ;   მისი აში მომუშავე ლატვიის კონტინგენტის ოთხი წევრი (მარჯვნივ)


ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება რაიმონდ ვეიონისი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია