20 მარტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტის სპიკერების დიდ ჯგუფს დახვდნენ. მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა, გორის რეგიონალური ოფისის უფროსმა ჰანს-ჰეინრიხ შნაიდერმა და ოფისის უფროსის მოადგილემ მიჰაელა გერასიმმა უმასპინძლეს.
სტუმრებს ჩაუტარდათ ბრიფინგი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის და ადმინისტრაციული საზღვრის მიმართებაში გორის რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობის ზონაში საოპერაციო პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ სტუმრები ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მოკლე საპატრულო გასვლაზე წავიდნენ. გორის რეგიონალური ოფისის უფროსმა რეგიონალური ოფისის დამკვირვებლების მხარდაჭერით შერჩეულ ადგილებზე დამატებითი მოკლე ბრიფინგები გამართა.
მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი გორის რეგიონალურ ოფისში
პატრულირება გორის რეგიონალური ოფისის ოპერაციების ზონაში
გორის რეგიონალური ოფისის უფროსი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად სტუმრებს ბრიფინგს უტარებს