EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/11/2024 08:11:52
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5842/?page=5&year=2017
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის და მისიის შესახებ საჯარო ლექციას ატარებს

02.05.2017
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელმა, მეცნიერებათა დოქტორმა კაუპო კანდმა 2017 წლის 28 აპრილს, პარასკევს, საჯარო ლექცია გამართა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ საუბრის გარდა, ევროკავშირის მე-60-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით, ბ-მა კანდმა ამჯერად ისაუბრა ევროკავშირის ჩამოყალიბებაზე, მის ისტორიაზე და ღირებულებებზე, რაც გულისხმობს: მშვიდობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, დემოკრატიას, თანასწორობას, მდგრად უსაფრთხო გარემოს და ა.შ.

დოქტორმა კაუპო კანდმა ისაუბრა ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და მისი განხორციელების მთავარი გამოწვევების შესახებ. მან მოკლედ მიმოიხილა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა (CSDP) და ბოლო წლებში განხორციელებული სამოქალაქო კრიზისების მართვის ღონისძიებები. ლექციას აქტიური კითხვა - პასუხების სესია მოჰყვა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ეს საჯარო ლექცია გამართა თავისი საინფორმაციო - საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია მისიისა და მისი მანდატის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებსა და აკადემიურ წრეებში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საჯარო ლექციების ციკლი გრძელდება და საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებს მოიცავს.


საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი კაუპო კანდი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის და ადგილზე მისიის საქმიანობის შესახებ


კითხვა - პასუხების სესია მიმდინარეობს