EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 22:11:57
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5851/?page=2&year=2017
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს საჯარო ლექციებს თბილისში

03.05.2017

2 მაისს , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელი , მეცნიერებათა დოქტორი კაუპო კანდი შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს , ვინც მიისწრაფვის მომავალში გახდეს ჟურნალისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი . ლექციის მსვლელობისას, ბ-მა კაუპომ მოკლედ გააცნო მონაწილეებს მისიის ისტორია, მისი მუშაობის ძირითადი მიმართულებები და მანდატი.

დოქტორმა კანდმა ისაუბრა ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და მისი განხორციელების მთავარი გამოწვევების შესახებ . მან მოკლედ მიმოიხილა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა (CSDP) და აღწერა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ევროკავშირის კრიზისების მართვის ზომების ისტორია . იგი ასევე შეეხო სხვა წარსულ და მიმდინარე კონფლიქტებს და შეთანხმებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ . რომის შეთანხმების 60 წლისთავის კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიღწევებსა და ძირითად  უპირატესობებზე.

ლექციას კითხვა - პასუხების სესია მოჰყვა, რომლის დროსაც სტუდენტები ფართო სპექტრის საკითხებს შეეხნენ, მათ შორის , ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას და ამის შედეგად თვითგამოცხადებულ რეგიონებში შესაძლო სცენარებს. დისკუსია ძალიან დამაფიქრებელი და საინტერესო აღმოჩნდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო მასალა სტუდენტებს ელოდება

 

საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელი კაუპო კანდი საქართველოში არსებული კონფლიქტის ყოვლისმომცველ და   საინტერესო მიმოხილვას იწყებს


ყურადღებიანი სტუდენტები და პროფესორი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ევროკავშირის ისტორიი შესახებ ინფორმაციას ისმენენ