EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 08:11:38
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5898/?page=7&year=2017
 
 უკან

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

11.06.2017
დღეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩიუსი ზუგდიდში მისიის რეგიონალურ ოფისს ეწვია.

მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა და მოგვიანებით ლიტვის დიპლომატიური დელეგაცია გაცნობით პატრულირებაზე ადმინისტრაციულ საზღვართან წაიყვანა.

სპატრულო გასვლამ ენგურის ხიდიც მოიცვა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ძირითად სატელევიზიო არხებს  ვიზიტის შესახებ ინტერვიუ მისცა.

წასვლისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ხაზი გაუსვა მისიის მნიშვნელოვან და ეფექტურ მასტაბილიზირებელ როლს.

მისიაში ამჟამად ლიტვის ხუთი მოქალაქე მუშაობს.


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, კიასტუტის იანკაუსკასი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკიავიჩიუსს ზუგდიდში მასპინძლობს



(მარცხნიდან) მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი,  საქართველოს საკითხებზე მომუშავე ოფიცერი იუსტინა სლენიტე, აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა სანტიტე-ტოლოჩკიენე, გუბერნატორი ლევან შონია, საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩიუსი, ელჩი საქართველოში გედრიუს პოაჯუნასი, საველე ოფისის ხელმძღვანელი ჰაკან რაპი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულის ლიდერი იანოშ ჰეგედუსი



საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩიუსმა ინტერვიუ მისცა საქართველოს ძირითად სატელევიზიო არხებს  მისი ვიზიტის შესახებ