EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 23:11:41
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/5916/?month=12&year=2017
 
 უკან

ევროკავშირის მთავარი მრჩეველი გენდერულ საკითხებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

16.06.2017
დღეს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარი მრჩეველი გენდერულ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1325  ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების იმპლემენტაციის საკითხებში, ელჩი მარა მარინაკი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია.

მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი მიესალმა ელჩ მარინაკისს და მასთან ერთად შეხვდა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქ-ნ ქეთევან ციხელაშვილს.

ვიზიტი გაგრძელდა მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისში, სადაც ელჩ მარინაკის მისიის ხელმძღვანელმა, მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსმა, გეორგიოს პაპაიოანუმ და მისიის გენდერულ საკითხებში მრჩეველმა სტეისი ზიბელმა წარუდგინეს ბრიფინგი.

ელჩი მარინაკი ასევე შეხვდა და ვრცლად განიხილა გენდერული საკითხები და ასპექტები მისიის გენდერულ საკითხებში მრჩეველთან, სტეისი ზიბელთან და მისიის სამი რეგიონალური ოფისიდან  გენდერულ საკითხებში კოორდინატორებთან.

ვიზიტი რეგიონალური ოფისიდან  წეროვნის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაგრძელდა, სადაც ელჩი კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ქალებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, რათა განეხილა სირთულეები, რომელთაც ქალები დასახლებაში ხვდებიან. მოგვიანებით ელჩი მარინაკი შეხვდა წეროვნის გამგებელს (მერს) ნუგზარ თინიკაშვილს.

მთავარმა მრჩეველმა გენდერულ საკითხებში მადლობა გადაუხადა მისიასა და მის წევრებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობის გაფართოების ხელშეწყობაში მუშაობასა და მიღწევებისათვის  და მოუწოდა მათ ეს საქმიანობა გაეგრძელებინათ.

მთავარი მრჩეველი გენდერულ საკითხებში, საბერძნეთის ელჩი მარა მარინაკი დაინიშნა 2015 წლის სექტემბერში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის მიერ. ის არის პირველი ევროპული საგარეო ქმედებათ სამსახურის მთავარი მრჩეველი გენდერულ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1325  ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების იმპლემენტაციის საკითხებში. მისი უმთავრესი პრიორიტეტებია გენდერული, ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხების ხელშეწყობა და ქალთა და გოგონათა თანასწორუფლებიანი და ინკლუზიური ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობა თავიანთ საზოგადოებაში მთელი საქართველოს მასშტაბით.


 ელჩი მარა მარინაკი რეგიონალურ ოფისში, მისიის ხელმძღვანელთან, კიასტუტის იანკაუსკასთან, რეგიონალური ოფისის უფროსთან გეორგიოს პაპაიოანუსთან, მისიის გენდერულ საკითხებში მრჩეველთან სტეისი ზიბელთან, მისიის სამი რეგიონალური ოფისიდან გენდერულ საკითხებში კოორდინატორებთან და რეგიონლური ოფისის თანამშრომლებთან ერთად.



 შეხვედრაზე ელჩმა მარა მარინაკიმ ყურადღება მიააქცია სირთულეებს, რომელთა წინაშეც დასახლებაში მცხოვრები ქალები დგანან.



წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების ახალგაზრდულ ცენტრში ელჩი მარინაკი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.