2017 წლის 18 აგვისტოს, პარასკევს, 14:00 საათზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები შეიკრიბნენ წუთიერი დუმილისთვის ესპანეთის ქალაქ ბარსელონასა და კამბრილსიში მომხდარი ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. მისიის წევრებმა გამოთქვეს სამძიმარი, მიაგეს პატივი და გამოხატეს სოლიდარობა მსხვერპლთა ოჯახების მიმართ.
ეს დღე წუთიერი დუმილით ასევე აღნიშნეს მისიის რეგიონალურმა ოფისებმა, სადაც დროშები ორშაბათამდე ნახევრად დაშვებული იქნება.
ევროკავშირმა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სხვა მისიებმა ასევე აღნიშნეს ეს ტრაგიკული მოვლენა.
ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი გაბრიელ ფონ ჰორნი თანამშრომლებს სთხოვს ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგოს
მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა ბარსელონაში და მის მიმდებარე ზღვისპირა კურორტზე მომხდარი ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნა წუთიერი დუმილით აღნიშნა
გორის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე მიჰაელა გერასიმი (მარჯვნივ) კოლეგებთან ერთად გორში ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს
ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ჰაკან რაპი (ცენტრში), თავის თანამშრომლებთან ერთად, ესპანეთში ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივის მიგებას შეუერთდა