EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 23:11:57
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6046/?page=6&year=2017
 
 უკან

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

02.11.2017
2 ნოემბერს მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ბ-მა ერიკ ჰოგმა ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება კერსტი კალიულაიდი მიიღო. 

ბ-მა ჰოგმა მოკლედ მოახსენა პრეზიდენტს და ესტონეთის დელეგაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის, როლისა და საქართველოში საქმიანობის შესახებ.
შეხვედრისას ბ-მა ჰოგმა ხაზგასმით აღნიშნა მისიის პატრულირების მნიშვნელობა ორი თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. მან ასევე ხაზი გაუსვა მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ყველა მხარის შორის კომუნიკაციის შენარჩუნებისა და ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი მოვლენების მართვის თვალსაზრისით.

ასევე, გორის რეგიონალური ოფისის მოქმედმა უფროსმა მიჰაელა გერასიმმა გორის რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობის ზონაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმოხილვა წარმოადგინა. განხილვა მოიცავდა მოვლენებს, რომელიც ეხებოდა მოძრაობის თავისუფლების შემზღუდავი ბარიერების დაყენებას („ბორდერიზაციას“) და კერძოდ მათ უარყოფით ზეგავლენას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ესტონეთის პრეზიდენტმა მისიას ბრიფინგებისთვის მადლობა გადაუხადა და სადამკვირვებლო მისიის მუშაობა დადებითად შეაფასა.

პრეზიდენტს ასევე შესაძლებლობა ჰქონდა მისალმებოდა მისიაში მომუშავე ესტონელ თანამშრომლებს. ამასთან დაკავშირებით ბატონმა ჰოგმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერისა და მის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.


მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ბ-ნი ერიკ ჰოგი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება კერსტი კალიულაიდს სოფელ ხურვალეთთან ხვდება


მისასალმებელი სიტყვის დროს, მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ბ-მა ერიკ ჰოგმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას სტაბილურობის შენარჩუნების საკითხში


გორის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე მიჰაელა გერასიმი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მის აღმატებულება კერსტი კალიულაიდს ადმინისტრაციულ საზღვართან  მომხდარი მოვლენების მიმოხილვას წარუდგენს


ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მისი აღმატებულება კერსტი კალიულაიდი მისიის სადამკვირვებლო აღჭურვილობის საშუალებით მიმდებარე ტერიტორიას აკვირდება

 

მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ბ-ნი ერიკ ჰოგი ხაზგასმით აღნიშნავს მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის როლს კონფლიქტის ყველა მხარის შორის კომუნიკაციის შენარჩუნების თვალსაზრისით