EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 06:11:06
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6062/?page=3&year=2017
 
 უკან

პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

15.11.2017
14 ნოემბერს, დელეგაცია მისი აღმატებულესობა  შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ მარგოტ უოლსტრომის ხელმძღვანელობით და დელეგაცია მისი აღმატებულესობა  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბატონ ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის ხელმძღვანელობით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია.

მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ბატონი ერიკ ჰოგი დელეგაციებს მიესალმა და მინისტრებს მისიის როლი გააცნო. მან ასევე ისაუბრა ისეთ საკვანძო საკითხებზე, რომელზეც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებას ამახვილებს  სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობაზე დასაკვირვებლად. მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ასევე მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრებს მათი ქვეყნების მხრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი მხარდაჭერისთვის და პოლონეთისა და შვედეთის ხელისუფლებათა მიერ მისიაში მრავალრიცხოვანი კვალიფიციური ქალებისა და მამაკაცების მივლინებისთვის. ვიზიტის ფარგლებში მინისტრებს შესაძლებლობა მიეცათ მისიაში ამჟამად მომუშავე რამდენიმე დამკვირვებელს შეხვედროდნენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის მათ მნიშვნელოვან მუშაობაზე შთაბეჭდილება მიეღოთ.

მცხეთის რეგიონალურ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ორი დელეგაცია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გამართულ საპატრულო გასვლას შეუერთდა, სადაც დელეგაციების წევრებს საშუალება ჰქონდათ "ბორდერიზაციის" შედეგებს გეცნობოდნენ  და ასევე მესაზღვრეთა ბაზა სამხრეთ ოსეთში და სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიას შორის არსებული გადაკვეთის პუნქტი, სადაც რუსეთის მესაზღვრეები მსახურობენ, დაენახათ.

შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოს თვითგამოცხადებულ ორ რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი პრეზენტაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მხარდაჭერა და მადლიერება მისიის საქმიანობისა და ადგილზე წარმომადგენლობისთვის.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ბატონი ერიკ ჰოგი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის  მცხეთის რეგიონალურ ოფისთან ხვდება


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ბატონი ერიკ ჰოგი შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ მარგოტ უოლსტრომთან ერთად მცხეთის რეგიონალური ოფისის ეზოში


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ბატონი ერიკ ჰოგი შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მარგოტ უოლსტრომს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის და მათ დელეგაციებს მცხეთის რეგიონალურ ოფისში მასპინძლობს