EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 20:11:04
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6080/?month=12&year=2017
 
 უკან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფინანსებულმა სემინარმა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ჟურნალისტებისთვის’, ჟურნალისტები ერევანში, სომხეთში შეკრიბა

01.12.2017
20-24 ნოემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან (IWPR) თანამშრომლობით, სომხეთში, ერევანში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის   თვითაღიარებული რეგიონებში  მომუშავე ჟურნალისტებისთვის სემინარი გამართა.  

სამდღიან სემინარს 12 ჟურნალისტი დაესწრო (ოთხი მათგანი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ოთხი აფხაზეთიდან და ოთხიც სამხრეთ ოსეთიდან). სულ მონაწილეობა ექვსმა მამაკაცმა და ექვსმა ქალმა მიიღო, თითოეულმა ისაუბრა რეგიონალური განვითარების შესახებ იმ არეალის ფარგლებში, სადაც მათ უწევთ მუშაობა. წლევანდელი სემინარის სახელწოდება იყო "ახალი უნარები რეგიონალური ჟურნალისტებისთვის: როგორ ვაქციოთ ადგილობრივი ამბავი გლობალურად". სემინარი მიზნად ისახავდა რეგიონში დამოუკიდებელი ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის უზრუნველყოფას და დიალოგისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოებას.

სემინარი გაიხსნა საჯარო ჟურნალისტიკის კლუბის მედიაცენტრში, სადაც კვლევით ცენტრ "რეგიონის" დირექტორმა ლაურა ბაღდასარიანმა მონაწილეებს ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სოციალური მედიის როლზე. ერევნის ყოფილმა მერმა, სტეფან გრიგორიანმა, პოლიტოლოგმა და პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, განიხილეს რეგიონული კონფლიქტები და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა.
მეორე და მესამე დღეს, სემინარს გაუძღვა რაიჰონ დემიტრი, ბი-ბი-სი ნიუსის კორესპონდენტი სამხრეთ კავკასიაში, რომელმც განსაკუთრებული ყურადღება  რეგიონალური კონფლიქტების გაშუქების კუთხით ჟურნალისტების როლზე ისაუბრა. სემინარის დროს მონაწილეებს უამრავი შესაძლებლობა მიეცათ ემუშავათ  ჯგუფურად და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება ადმინისტრაციული საზღვრის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ კოლეგებთან. 



ბექა ბაჯელიძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის რეგიონალური დირექტორი საჯარო ჟურნალისტიკის მედია ცენტრში სემინარის პირველი დღის გეგმას წარადგენს



დეზ დოილი, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, მონაწილეებს მიმართავს და სემინარის მნიშვნელობაზე საუბრობს



რაიჰონ დემიტრიმ, ბი-ბი-სი ნიუსის კორესპონდენტმა სამხრეთ კავკასიის საკითხებზე, წარმოადგინა თემატური გომოკვლევები კონფლიქტების გაშუქებასთან დაკავშირებული ჟურნალისტიკის სფეროში არსებული გამოცდილების საფუძველზე