EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 12:11:34
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6195/?page=6&year=2018
 
 უკან

ზუგდიდში ჩატარებულ 64-ე საინფორმაციო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის ფონდის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებზე

13.02.2018
2018 წლის 6 თებერვალს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა 64-ე საინფორმაციო შეხვედრას  უმასპინძლა.

საინფორმაციო შეხვედრები  საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის  (UNOMIG) ინიციატივით 2002 წელს დაიწყო და ყოველ ექვს-რვა კვირაში ტარდება. 2009 წლის ზაფხულში საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის  დახურვის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისი ატარებს შეხვედრებს. ასეთი შეხვედრები უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გაცვლის უნიკალურ პლატფორმას.

64-ე საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბა 11 არასამთავრობო ორგანიზაცია (DEA -  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედების ასოციაცია, ასოციაცია მერკური, იმედი -დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, ISFED - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ტუბერკულოზის საავადმყოფო, ექიმები საზღვრების გარეშე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN, იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, თანხმობა, საია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და პედაგოგთა კავშირი "განათლება და სამყარო"), ორი მედია გამომცემლობა (სამეგრელო მედია და ათინათი) და საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის წარმომადგენელი.

შეხვედრა ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ჰაკან რაპმა გახსნა, რის შემდეგაც მონაწილეებს ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯუფის ხელმძღვანელმა, ქალბატონი მარიაანა რაფმა მიმართა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის ფონდის პროექტის მენეჯერმა ქალბატონმა ოლივია ტაგიოფმა წარმოადგინა პრეზენტაცია, თუ როგორ უნდა შეიტანონ განაცხადი ნდობის აღდგენის ფონდის დაფინანსებისათვის 2018 წელს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ინფორმაცია იყო სასარგებლო და შეხვედრა ნაყოფიერი. 

65-ე საინფორმაციო შეხვედრის ჩატარდება ზუგდიდში მარტის ბოლოს დაიგეგმა.



ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, ბატონი ჰაკან რაპი საინფორმაციო  შეხვედრის  მონაწილეებს მიესალმება



ქალბატონი ოლივია ტაგიოფი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის პროექტის მენეჯერი  წარადგენს პრეზენტაციას თუ როგორ უნდა შეიტანონ განაცხადი ნდობის აღდგენის ფონდის დაფინანსებისათვის