EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
10/11/2024 12:11:39
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6231/?page=5&year=2018
 
 უკან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

13.03.2018
ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2018 წლის ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ეამაყება. 1900-იანი წლების დასაწყისში ქალთა მოძრაობებში მისი წარმოშობის შედეგად ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა მიღწევებს აღნიშნავს და მსოფლიო საზოგადოებას გენდერული პარიტეტისა და თანაბარი უფლებებისკენ მოუწოდებს. 

წელს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მსოფლიო საზოგადოების ქალთა საერთაშორისო დღის წლევანდელ თემას - "პრესა პროგრესისთვის" შეუერთდა. ეს კონკრეტული დღე მსოფლიო ორგანიზაციებს, ქალთა ორგანიზაციებს, ბიზნესებს და ქალთა ღონისძიებებს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად აერთიანებს.

მისიის სათავო ოფისმა და გორის , მცხეთისა და ზუგდიდის რაიონალურმა ოფისებმა ორგანიზება გაუწია სხვადასხვა ღონისძიებებს გენდერული თანასწორობისა და თანაბარი უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებისთვის , ასევე ადგილობრივ მოსახლეობისთვის საქართველოში .



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა ორგანიზება გაუწია გამოჩენილი ქართველი მხატვარი ქალის ფოტო - გამოფენას , რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ყველაზე დიდი დასახლება წეროვანის ქალთა და ბავშვთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს . " ხუთი წლის ვიყავი , როდესაც ომი დაიწყო , მე არც კი ვიცოდი სიტყვა " ომის " მნიშვნელობა , მაგრამ მახსოვს , რომ ფანჯრიდან გამოხედვის ან გარეთ თამაშის ნებას არ მაძლევდნენ " - დინა ოგანოვა მისი გამოფენის შთამაგონებელ იდეას აღწერს . ფოტო სტენდის გვერდით , სამკაულების გამოფენა - გაყიდვა მოეწყო , სადაც წარმოდგენილი იყო წეროვანში დაფუძნებული მინანქრის საიუველირო სოციალურ საწარმოში დამზადებული სამკაულები . ტრადიციული ქართული ტექნიკის გამოყენებით საწარმო ქალების პროფესიულ მომზადებას ხელს უწყობს .

გორის რეგიონალურმა ოფისმა მცხეთა - მთიანეთის რეგიონის ქალ პოლიციის ოფიცერთა ასოციაციის თავმჯდომარის , ქ - ნ მარიამ დოღონაძის ვიზიტს უმასპინძლა . ქ - მა დოღონაძემ გენდერული თანასწორობისა და საქართველოს პოლიციის თანამშრომელ ქალთა წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა . იმავე რეგიონალურმა ოფისმა ორგანიზება გაუწია ხურვალეთის მოხუცებზე ზრუნვის ცენტრში ვიზიტს , სადაც დახმარებასა და მხარდაჭერას ექვსი ქალბატონი იღებს . ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია სოფელ ფცას საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გაიმართა .

ზუგდიდის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ საქველმოქმედო კონცერტს , რომელიც ორგანიზებული იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისთვის თანხების შესაგროვებლად . მოეწყო შეხვედრა დევნილ ქალბატონებთან შერეული ქართულ - აფხაზური ოჯახებიდან , რომლებიც ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ.

მარტის   თვეში   რეგიონალური   ოფისი   სკოლებში   გენდერულ   ცნობიერებასა   და   ქალთა   უფლებების   შესახებ   პრეზენტაციების   გამართვას   განაგრძობს.




"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დღეს არა მარტო ზეიმობს, არამედ მთელი წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის თემაზე მუშაობს. მისიაში ვამაყობთ გენდერული თანასწორობის მხარდაჭერით და ვცდილობთ ვუზრუნველყოთ ქალთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა." ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი


მცხეთის  რეგიონალურმა  ოფისმა  ორგანიზება  გაუწია  გამოჩენილი  ქართველი  მხატვრის,  დინა  ოგანოვას  ფოტოგამოფენას  ძველ  ქალაქ  მცხეთაში



    მინანქრის  საიუველირო  სოციალურ  საწარმო  "  იკორთას  "  მცხეთაში  ქალთა  საერთაშორისო  დღის  აღნიშვნისას  სამკაულების  გამოფენა  -  გაყიდვის  მოწყობის  შესაძლებლობა  ჰქონდა



დამკვირვებელი  დანიელა  ბულგარუ  მოხუცებზე  ზრუნვის  ცენტრის  ერთ  -  ერთ  მაცხოვრებელს  ესაუბრება



გორის  რეგიონალური  ოფისის  თარჯიმანი,  გრიგოლ  ღონღაძე  და  გორის  რეგიონალური  ოფისის  გენდერის  საკითხების  კოორდინატორი  მიკო  კურპა    ქალთა  საერთაშორისო დღესთან  დაკავშირებით  პრეზენტაციას  წარადგენენ



ქ - ნი მარიამ დოღონაძე ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა



ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა



ზუგდიდის რეგიონალური ოფისის საპატრულო გასვლა 8 მარტს - საუბარი ქალთა საკითხებზე