EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/11/2024 21:11:05
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu./ge/press_and_public_information/features/6272/?page=8&year=2018
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქ-ნი ქეით ფიერონი მისიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა დიპლომატებს მანდატის შესახებ ესაუბრა

16.04.2018
16 აპრილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქ-ნი ქეით ფიერონი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს ეწვია. ქ-მა ფიერონმა წაიკითხა ლექცია თემაზე "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში". ლექცია ძირითადად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მისი მანდატის განხორციელების გზებს, მისიის წინაშე არსებულ მიმდინარე გამოწვევებსა და მიღწევებს მოიცავდა.

მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ლექცია ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მოკლე მიმოხილვით დაიწყო, და განსაკუთრებული ყურადღება ამ პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი სამოქალაქო და სამხედრო მისიების ფუნქციებზე გაამახვილა.

პრეზენტაციის დროს, საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის განვითარების ისტორიაზე მოხსენების შემდეგ ქ-მა ფიერონმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართვად სტაბილურობაში წვლილის შეტანაზე, მათ შორის ბრიუსელში ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებებისთვის ანგარიშების მიწოდებაზე ყურადღება გაამახვილა. ასევე ხაზგასმით აღინიშნა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ნდობის აღდგენის საკითხში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი.

ლექციის მსვლელობისას, მისიის მანდატისა და მისი განხორციელების გამოწვევებთან დაკავშირებით მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმება მოიხსენია. ქ-მა ფიერონმა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული მუშაობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ნახსენები იყო ცხელი ხაზი, როგორც მისიის მიერ შემუშავებული ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი. მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ მოკლედ მიმოიხილა ცხელი ხაზის ამოქმედების შემთხვევები, მისი არსი და ზეგავლენა ადგილზე არსებულ მართვად სტაბილურობასთან მიმართებაში.

"ჩვენ ვთვლით, რომ ცხელი ხაზი და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მხარეს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებისთვის. ამ მექანიზმების მეშვეობით ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფის შესაძლებლობები გაუმჯობესებულია", - აღნიშნა მან. ამ კონტექსტში ასევე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც მხარეებს შორის დიალოგის ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს.

საინტერესო ლექციას კითხვა-პასუხების სესია მოჰყვა, სადაც ახალგაზრდა დიპლომატებმა გამოთქვეს ინტერესი საქართველოში კონფლიქტის მენეჯმენტთან და მანდატის სხვა გამოწვევებთან მიმართებაში მისიის ხედვასთან დაკავშირებით.

მისიის მიერ ინიცირებული საჯარო ლექციების ციკლი 2016 წლის ნოემბერში დაიწყო და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში პრეზენტაციებს / ლექციებს მოიცავს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ატარებს საჯარო ლექციებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს მისიისა და მისი მანდატის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.


(მარჯვნიდან მარცხნივ) ქ-ნი ქეთევან ჭუმბაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ახალგაზრდა დიპლომატებს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს წარუდგენს და ქ-ნ ფიერონის პროფესიული გამოცდილების  მოკლე მიმოხილვას აკეთებს 


მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქ-მა ფიერონმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის ძირითად შემადგენელ ნაწილებზე და ბოლო 9 წლის განმავლობაში მისი განხორციელების ისტორიაზე  ისაუბრა


ლექციის მსვლელობისას ქ-მა ფიერონმა ცხელი ხაზის მექანიზმზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა; მისი გააქტიურება, მზარდი მნიშვნელობა და მხარეებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებაში როლი ხაზგასმით აღინიშნა 


კითხვა-პასუხების სესია მიმდინარეობს